„უნივერსიტეტი კონკურენტულია და პროცესი მიდის იმაზე უკეთესად, ვიდრე ვგეგმავდით“ - ქართველი ბანკირების „ალტე უნივერსიტეტი“

„უნივერსიტეტი კონკურენტულია და პროცესი მიდის იმაზე უკეთესად, ვიდრე ვგეგმავდით“ - ქართველი ბანკირების „ალტე უნივერსიტეტი“

access_time2023-02-03 13:00:14

„თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი“ შპს „ველოქს ედიუქეიშენმა“ ორი წლის წინ იყიდა. „ველოქს ედიუქეიშენის“ დირექტორი „საქართველოს ბანკის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე რამაზ კუკულაძეა, კომპანიაში მისი ბიზნესპარტნიორები კი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“  ყოფილი CEO ნიკოლოზ გამყრელიძე, VTB ბანკის ყოფილი  CEO არჩილ კონცელიძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, ასევე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი და „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით წიკლაური არიან.



რამაზ კუკულაძემ უნივერსიტეტის ყიდვის შემდეგ „კომერსანტთან“ განმარტა, რომ „ღია უნივერსიტეტის“ შეძენით, ქართველ ბანკირებს სურთ სწავლის იმ თანამედროვე სისტემების დანერგვა, რაც დღევანდელ მსოფლიო რეალობაში აქტუალურია. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გაკეთდა ორი წლის განმავლობაში, რამდენად დიდია სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტით დაინტერესება და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.




„ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პროცესები იმაზე უკეთესად განვითარდა, ვიდრე თავდაპირველად დაიგეგმა, სამომავლოდ კი „ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირების გაძლიერება იგეგმება.



„ამ ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ უნივერსიტეტის რებრენდინგი და ახლა ის არის „ალტე უნივერსიტეტი“. ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით, ადრე გვყავდა სტუდენტები 3 ქვეყნიდან, დღეს კი უკვე 18 ქვეყნიდან გვყავს. ძირითადი ბაზარი მაინც ინდოეთია, თუმცა ძალიან ვამაყობთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ჩვენი სამედიცინო პროგრამა და მათგან სტუდენტების საკმაოდ დიდი ჯგუფი მივიღეთ, აქტიურად ვაპირებთ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას. ასევე მაღალია დაინტერესება ისრაელიდან და ვგეგმავთ ქვეყნების კუთხით რაც შეიძლება დიდი დივერსიფიკაცია მოხდეს, მეტ უცხოურ ქვეყანას გავაცნოთ ჩვენი უნივერსიტეტი. გარდა ამისა 18 სტუდენტი გავუშვით უცხოეთში სასწავლებლად. 


„ალტე უნივერსიტეტი“ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის „მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პარტნიორთა ქსელის“ წევრი გახდა, ასევე ჩინეთთან და უკრაინასთან გვაქვს ერთობლივი პროექტები. ჩვენთან საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლაც შეიქმნა,  დღეს ძალიან პოპულარულია ტექნოლოგიების მიმართულება, ველოდებით აკრედიტაციის მიღებას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. არსებული პროგრამები უფრო მრავალფეროვანი გახდა. „ალტე უნივერსიტეტის“ ბაზაზე შექმნილია Start-up გარაჟი, სადაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს იდეები რეალობად აქციონ.


ვცდილობთ, მოვიპოვთ საერთაშორისო რეიტინგებიც. პროცესი მიდის იმაზე უკეთესად, ვიდრე ვგეგმავდით და კმაყოფილები ვართ, თუმცა მუშაობა გრძელდება და წინ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს. ვფიქრობ, უნივერსიტეტი კონკურენტულია, მართალია „ალტე უნივერსიტეტი“ ბაზარზე როგორც ახალი ბრენდი შემოვიდა და ამან შარშანდელ წელზე ეფექტი იქონია, თუმცა წელს ვიმედოვნებ, რომ უფრო დიდი რაოდენობის სტუდენტს მივიღებთ. უცხოელების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 40% უცხოელი სტუდენტები არიან“,  აღნიშნავს რამაზ კუკულაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up