უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაზე  17 მილიონიანი ტენდერი გამოცხადა - რისი გაკეთება იგეგმება

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაზე 17 მილიონიანი ტენდერი გამოცხადა - რისი გაკეთება იგეგმება

access_time2023-04-13 15:10:40

თბილისის მერიამ, ვაკის რაიონში უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

 

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციიდან ხდება ცნობილი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 221 286 ლარია.

 

შესყიდვა 12 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მღება 10 მაისს დაიწყება და 15 მაისს დასრულდება.

 

მიწოდების ვადად განსაზღვრულია  პროექტის-ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45 კალენდარული (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), სამშენებლო სამუშაოების-წერილობითი დავალების მიცემიდან 145 კალენდარული დღე.

 

სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა  სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია

 

დოკუმენტაციას თანდართული აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტენსივობის სქემავ, რომლის მიხედვითაც არსებული მდგომარეობით უნივერსიტეტის ქუჩაზე (ანჯაფარიძის ქუჩის გზაჯვარედინიდან ახალ სპორტის სასახლემდე) დღის პერიოდში ერთი მიმართულებით გაივლის 12 მეტრიანი ავტობუსი -350-ჯერ. 8 მეტრიანი ავტობუსი - 70-ჯერ და მიკროავტობუსები - 112-ჯერ.

 


საპროექტო მოცემულობით კი იგეგმება, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გაივლის შესახსრული ავტობუსები (18-19მ) – 600-ჯერ.  12 მეტრიანი ავტობუსები -200-ჯერ.  8 მეტრიანი ავტობუსები - 200-ჯერ. მიკროავტობუსები 40-ჯერ. ასევე ნათქვამია ისიც, რომ სამომავლოდ 24-25 მეტრის სიგრძის ორსახსრიანი ავტობუსების ექსპლუატაცია იქნას გათვალისწინებული, დღის მანძილზე ერთი მიმართულებით 350-ჯერ.

 

ახალი სპორტის სასახლის ტერიტორიიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გზაჯვარედინამდე კი არსებული მდგომარეობით 8 მეტრიანი ავტობუსები დადიან 64-ჯერ. საპროექტო მოცემულობით კი იგეგმება რომ 12-მეტრიანი ავტობუსები ივლიან 100-ჯერ.

 

ტექნიკურ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ პროექტანტმა შესაბამისი გაანგარიშების საფუძველზე, შპს „თბილსერვის ჯგუფი“-თან შეთანხმებით, უნდა გაითვალისწინოს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა. ასევე  სავალი ნაწილის ქვეშ შესაძლოა განთავსებული იყოს ძველი გაუქმებული კომუნიკაციების ქსელები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს მათი დემონტაჟი და გატანა დამკვეთის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

 

გზის ორივე მხარეს არსებული ტროტუარების სიგანეები უნდა დაპროექტდეს წარმოდგენილი დიზაინის შესაბამისად და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე, ტროტუარის გასწვრივ უნდა მოეწყოს თაროიანი ბეტონის ბორდიურები, ტროტუარის საფარის ქვეშ გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის კაბელ არხების მოწყობა.

 

მომსახურების მიწოდება ასევე, მიზნად ისახავს საპროექტო გზის გასწვრივ ფერდის დამჭერი საყრდენი კედლების მოწყობა-რეაბილიტაციას.

 

მიმწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილი დიზაინის შესაბამისად დააპროექტოს საზოგადო ტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილები და გამყოფი კუნძულები, რომელიც უნდა მოპირკეთდეს ბუნებრივი ქვით. დიზაინი და სახეობა უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან. საზოგადო ტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილები უნდა მოეწყოს არმირებული ცემენტობეტონის საფარით. საპროექტო გზაზე აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელების და ტროტუარების მოწყობა.

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up