უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ს გამოსაყანებლად დაგროვილი რეკორდული თანხა აქვს.
Berkshire-ის ნაღდი ფულის მარაგმა მესამე კვარტალში $149,2 მილიარდი შეადგინა, რაც 2020 წლის დასაწყისში დაფიქსირებულ რეკორდს აჭარბებს. ამის შესახებ კომპანიამ მოგების ანგარიშში განაცხადა. ახალი უმაღლესი მაჩვენებელი ბაფეტის მიერ $7.6 მილიარდის დახარჯვის ფონზეც კი დადგა, რომლითაც მან კომპანიის აქციები უკან შეისყიდა.
ბაფეტი მაღალი კლასის პრობლემას ებრძვის, რომელიც Berkshire-ის ანგარიშზე ზედმეტი ფულის არსებობას და ამავდროულად ამ ფულის გამოყენების არასაკმარის შანსს გულისხმობს. ბოლო კვარტლების განმავლობაში, რომლებმაც მნიშვნელოვანი გარიგებების გარეშე ჩაიარა, Berkshire-ის აღმასრულებელი დირექტორი ხშირად მიმართავს აქციების უკან შესყიდვას, როგორც ფულადი სახსრების გადინების ერთ-ერთ გზას. თუმცა, მესამე კვარტალში შესყიდვების გაზრდილი დონეც კი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ Berkshire-ის ხაზინა არ გადავსებულიყო.
ბაფეტის Berkshire-მა ისარგებლა იმითაც, რომ მისი ბიზნესების დიდი ნაწილი პრე-პანდემიურ ეტაპზე დაბრუნდა, რამაც ხელი შეუწყო ოპერაციული მოგების 18%-იან ზრდას.
Berkshire-ის რკინიგზამ რეკორდული შემოსავალი გამოიმუშავა მაშინაც კი, როცა ინდუსტრია მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს ებრძვის. ამასთან, კომპანიის ენერგეტიკული ბიზნესი 2009 წლის შემდეგ ყველაზე მეტ მოგებას აფიქსირებს.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"