უორენ ბაფეტის „ბერკშირი“ ფსონს დიდ ფარმაკომპანიებზე დებს

უორენ ბაფეტის „ბერკშირი“ ფსონს დიდ ფარმაკომპანიებზე დებს

access_time2020-11-17 18:30:00

მილიარდერ უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway აცხადებს, რომ ოთხ დიდ ფარმაკოლოგიურ კომპანიაში ინვესტირება დაიწყო. ინვესტირების ახალი პროგრამა ფსონს დებს იმაზე, რომ კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების და წარმოების დაწყების შემდეგ, ეს კომპანიები დიდ მოგებას მიიღებენ.

„ბერკშირის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ლაპარაკია იმაზე, რომ კომპანია ფარმაკოლოგიურ ბიზნესში, ჯამში 5.7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს და ეს თანხა ოთხი დიდი კომპანიის აქციებზე განაწილდება. 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება ამერიკული კომპანიების, Abbvie-ს, Merck-ის და Bristol-Myers Squibb-ის აქციებზე, 136 მილიონი დოლარით კი ასევე ამერიკული Pfizer-ის აქციებს შეისყიდიან. „ბერკშირის“ განცხადების შემდეგ, ოთხივე კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.

„ბერკშირის“ საინვესტიციო პაკეტი 245.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსხვილ პროექტებზე გადაწყვეტილებას თავად მილიარდერი ღებულობს. გარდა ამისა, ახალი საინვესტიციო პროგრამების შემუშავებაში, ბაფეტის პორტფელის მენეჯერები, ტოდ კომბსი და ტედ ვეშლერი მონაწილეობენ.

Error occurred during the loading of an video.
„კოვიდ-19-მა ჩვენი აზროვნების მიმართულება შეცვალა. სექტორი სულ უფრო ეფექტური ხდება იმ დროს, როცა გიგანტი კომპანიები, უფრო პატარა, გამომგონებელ კონკურენტებთან თანამშრომლობენ. ასეთ კომპანიებს კი დიდი მწარმოებლები სჭირდებათ იმისთვის, რომ მათ მიერ შემუშავებული წამლები და ვაქცინები, ბაზარს ეფექტურად მიაწოდონ“, - ამბობს „ბერკშირის“ აქციების მფლობელი საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Henry H. Armstrong-ის პრეზიდენტი ჯეიმს არმსტრონგი.


ახლახანს „ბერკშირმა“ მერიკული საბანკო გიგანტების, JPMorgan Chase-ს, Wells Fargo-ს, PNC-ს და M&T-ს აქციების მსხვილი პაკეტები გაყიდა, რის შემდეგაც, Bank of America-ში საკუთარი წილი გაზარდა, Apple-ში კი წილი შეამცირა. საინვესტიციო კომპანიამ ასევე, სამთო-მომპოვებელ ბიზნესში მომუშავე კომპანიების წილი გაყიდა. აპრილში „ბერკშირმა“ ამერიკულ ავიკომპანიებში თავისი აქციების ნაწილი გაყიდა და გამოაცხადა, რომ პანდემიამ ეს ბიზნესი ძლიერ შეცვალა და მისი მომავალი გაურკვეველი გახდა. სამაგიეროდ, ოთხი დიდი იაპონური სავაჭრო გაერთიანების აქციები შეისყიდა და ეს გარიგება ჯამში 6 მილიარდი დოლარი დაუჯდა.


BPN.GE 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up