უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციებისთვის 19 478 ადამიანია დაკავებული. ბევრი დააჯარიმეს, დააპატიმრეს, ზოგს ორივე ზომა შეეფარდა. ასობით პირი გახდა ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეებში. მონაცემებ პროექტის "OVD-Info"-ს ფარგლებში შეაჯამეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში რეპრესიების „უპრეცედენტო მასშტაბებია.“
უფლებადამცველების თქმით, 24 თებერვლიდან 14 დეკემბრის ჩათვლით რუსეთში მხოლოდ 29 დღე იყო დაკავების გარეშე. მოქმედებები ყველაზე მასიური იყო ომის დასაწყისში და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. პოლიცია აქტიურად მიმართავს ძალადობას მომიტინგეების წინააღმდეგ.
ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის დაკავებულთა შორის დაახლოებით 45% (8500 ადამიანი) ქალია.
ხელისუფლებამ ასევე დაიწყო პრევენციული დაკავების ტაქტიკის გამოყენება სახალხო დღესასწაულებზე და სხვა ღონისძიებებზე. მოსკოვის მეტროში უსაფრთხოების კამერების სახის ამომცნობი სისტემის გამოყენებით უკვე დაკავებულია 141 ადამიანი.