„უპრეცედენტოდ გაზრდილ საპროცენტო განაკვეთების პირობებში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა გადამწყვეტია “ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„უპრეცედენტოდ გაზრდილ საპროცენტო განაკვეთების პირობებში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა გადამწყვეტია “ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2022-12-09 11:55:26


ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმები განიხილებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელებმა მიხეილ ხიდურელმა და ილია თამარაშვილმა წარადგინეს ის მნიშვნელოვანი პროექტები და მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც ხელს უწყობს საწარმოებს საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებაში და, შესაბამისად, ზრდის საინვესტიციო აქტივობის ინტერესს ისეთ კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე მაღალრისკიან ინვესტიციად განიხილებოდა.

შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია წარმოებისა და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ, რომელიც ძირითადად მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.


აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო როგორც გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას, ასევე ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმებს, საკრედიტო-საგარანტიო სქემას, ტექნიკური დახმარების პროგრამებს, აგროდაზღვევასა და სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსებას. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს საკრედიტო-საგარანტიო სქემების გაფართოება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება სოფლის მეურნეობის ისეთი სექტორების განსავითარებლად, სადაც, ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქციას უკავია ბაზრის მნიშვნელოვანი წილი.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სახელმწიფოს მხარდაჭერილი პროექტების შესახებ.

„წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც დღეს განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისთვის, თუმცა ბიზნეს ოპერატორების მეტი აქტიურობისთვის აუცილებელია კონკრეტულ სექტორებში საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა. პრობლემა უკავშირდება არა მარტო ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომელთა ათვისებას შესაბამისი კომპეტენციის სამუშაო ძალა ესაჭიროება, არამედ ბოლო პერიოდში უპრეცედენტოდ გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, რაც აფერხებს ფინანსურ რესურსებზე წვდომას. შესაბამისად, სახელმწიფოს ჩართულობა და მხარდაჭერა გადამწყვეტია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად“ - განაცხადეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.


(R)



თეგები:
bag



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up