DHL-მა რუსეთში საქონლისა და დოკუმენტების მიწოდება შეაჩერა.
გერმანული საერთაშორისო კომპანია საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ შვილობილი კომპანია DHL Freight პირველი მარტიდან რუსეთში ყველა სახის ტრანსპორტს აჩერებს და ჯავშნებს აღარ იღებს.
ორი დღის წინ ორმა უმსხვილესმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ United Parcel Service Inc (UPS) და FedEx-მა განაცხადა, რომ ისინი რუსეთსა და უკრაინაში მიწოდების სერვისს წყვეტენ.
ამავდროულად, გერმანულმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ Deutsche Post DHL-მა განაცხადა, რომ გლობალური ოპერაციებისთვის დროებით თავს არიდებს უკრაინის საჰაერო სივრცეს.
businessformula.ge