upway.ge -  ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

upway.ge - ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

access_time2022-01-28 16:40:00

ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას ახალი საგანმანათლებლო სტარტაპი - upway შეემატა.



upway არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში.



პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.



უწყვეტი განვითარების იდეამ სამი მეგობარი ერთმანეთს 2020 წელს დააკავშირა.



დაკვირვებამ, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის ესაჭიროებათ ახალი უნარების და გამოცდილებების შეძენა, დაარწმუნა გუნდი upway-ს დროულობაში.




“ახალმა რეალობამ, რომელმაც სრულად შეცვალა ცხოვრების და მუშაობის სტილი, ადამიანებს ახალი შესაძლებლობები დაანახა და თვითრეალიზების და ახალი აღმოჩენების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა. ჩვენ გვჯერა, რომ განვითარება ადამიანებისთვის არის ბუნებრივი მოთხოვნილება - თვითაღმოჩენა არასდროს მთავრდება, upway-ის შექმნით კი ახლის სწავლის გზას გავამარტივებთ და ადამიანებს საინტერესო აღმოჩენებისკენ ვუბიძგებთ”, - მარიკა აბულაძე, upway-ს თანადამფუძნებელი.



ონლაინ პლატფორმა, მეორე მხრივ, თავად კურსის მიმწოდებლებსაც გაუმარტივებს პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ხარჯებისა და შემოსავლების მართვას და ამასთან, დაეხმარება კიდეც მათ გაყიდვების უკეთ დაგეგმვასა და ზრდაში.



“upway კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორი გახდება და მათ ბიზნესის სრული შესაძლებლობების აღმოჩენაში, აუდიტორიის გაზრდაში და მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილების შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება”, - მარიშა გოგოლაური, upway-ს თანადამფუძნებელი



იდეამ უკვე მოიპოვა აღიარება და თიბისის პროექტის, “სტრატაპ დეკრეტის” გამარჯვებული და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მფლობელი გახდა. გუნდმა წარმატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორის პროგრამა და რჩეულთა შორის მოხვდა.



გუნდს, რომელიც აერთიანებს 6 წლიან ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას პროექტების მართვის, ტექნოლოგიების და მარკეტინგის მიმართულებით, საინტერესო მიზნები აქვს როგორც, ლოკალური ბაზრის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით.



“upway იქნება ერთგული მეგობარი ადამიანებისთვის ვისაც თვითგანვითარება აინტერესებს და კურსების სელექციის გარდა, მათ არაერთ ღონისძიებას, შეთავაზებასა თუ აქტივობას გააცნობს, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. პლატფორმას ეტაპობრივად დაემატება ახალი სერვისები და მიმართულებები და ის მუდმივად განვითარდება მომხმარებლებთან ერთად”, - მარიამ ცანავა, upway-ს თანადამფუძნებელი



NS




თეგები:
upway.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up