ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს და მან რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა გაიმარჯვოს. მისი თქმით ევროკავშირი უკრაინის გვერდით "თუ"—ს და "მაგრამ"-ის გარეშე დგას.
„უკრაინა იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, იბრძვის საერთაშორისო სამართლისთვის და დემოკრატიის პრინციპებისთვის და ამიტომაც უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.