ევროკავშირის სანქციები რუსეთის ეკონომიკას ათწლეულების განმავლობაში გააჩერებს, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.
„დღეს ევროპის ქვეყნები უკრაინას სულ უფრო მეტ კრიტიკულად მნიშვნელოვან შეიარაღებას აწვდიან. ჩვენ ვმასპინძლობთ 4 მილიონ უკრაინელს ჩვენს ქალაქებში, სახლებსა და სკოლებში. შემოვიღეთ ისტორიაში ყველაზე ძლიერი სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას რეგრესის ათწლეულების წინაშე დააყენებს, მისი მრეწველობა კი მოკლებულია მნიშვნელოვან და კრიტიკული საჭიროების ტექნოლოგიებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირი ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. 2 თებერვალს ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავა, 3 თებერვალს კი უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება.
1tv.ge