ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა მიმდინარე წლის ოქტომბერში NATO გენერალურ მდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს.
ბრიტანული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ლონდონი ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ვეტოს დაადებს.
ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ეწურება.