ურთულებს თუ არა მუშაობას უნივერსიტეტებს ცვლილებები აკრედიტაციის წესში

ურთულებს თუ არა მუშაობას უნივერსიტეტებს ცვლილებები აკრედიტაციის წესში

access_time2022-02-22 10:00:11

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება. საკანონმდებლო პაკეტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. მოქმედი რეგულაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაცია აკრედიტაციის განაცხადს წარადგენს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე. ცვლილებების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა და უფლებამოსილება სააკრედიტაციოდ წარმოადგინონ პროგრამის შინაარსის, სწავლის მიზნების და შედეგების ნიშნით ერთ კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ვალერიან გობრონიძის შეფასებით, კლასტერული აკრედიტაციის მოდელი სახელმწიფოს, საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს მისცემს საშუალებას, გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში. ასევე, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვას და მობილიზებას.


„კომერსანტმა“ აღნიშნული ცვლილებების თაობაზე აზრი კითხა საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩილ ჯანგირაშვილის, რომელმაც ცვლილების დადებით მხარეზე და იმ სავარაუდო საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებიც შეიძლება ცვლილებებმა შექმნას.


,,იმ სამართლებრივი მოწესრიგების პირობებში, როგორიც არსებობს დღეს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, დადებით ფაქტორად შეგვიძლია გამოვყოთ აკრედიტაციისთვის კანონის დონეზე უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭების საკითხი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატების მიზნით აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენება იქნება საჭირო. მოგეხსენებათ, რომ აკრედიტაცია არის განათლების ხარისხის ხელშეწყობის გარე მექანიზმი, რომლის მიზანიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრამების გარდა აკრედიტაცია სავალდებულო არ იყო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებდნენ აღნიშნულ მექანიზმს, თუნდაც იმიტომ, რომ სახელწიფო დაფინანსების პოლიტიკა დაკავშირებულია აკრედიტაციის მექანიზმთან. მიუხედავად ფინანსრური მოტივაციისა, კანონის მხრიდან ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი მისასალმებელია.

რაც შეეხება კლასტერულ აკრედიტაციას, ეს სიახლეა. ხელახალი აკრედიტაციის პროცესში შეფასდებიან კლასიფიკატორის მიხედვით წლების მიხედვით დალაგებული კონკრეტული სფეროს პროგრამები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ კლასტერით განსაზღვრულ პროგრამებს. ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, რომ ყველანაირად უზრუნველყოს ცვლილებები ისე, რომ ვადაზე ადრე არ მოუწიოს დამატებით ხელახალი აკრედიტაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. არსებული ინფორმაციით რაც ვიცით, არის ის რომ ზოგიერთი პროგრამა დაექვემდებარება ხელახალ აკრედიტაციას.  მხოლოდ ის პროგრამები განთავისუფლდებიან ხელახალი აკრედიტაციისაგან, რომლებსაც საგანმანათლებლო პროგრამაზე ორ წელზე მეტი ვადით უმცირდება მიმდინარე აკრედიტაციის ვადა,  მაგრამ რატომ მხოლოდ ორი წელი? უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს აქვს შესაბამისი პერიოდით აკრედიტაცია მინიჭებული და გაუგებარია, რატომ უნდა შეიცვალოს ეს დღისწესრიგი ჩვენს საზიანოდ. ამიტომ ყველა შემთხვევაში ისე უნდა განისაზღვროს ვადები, რომ არსებულ პროგრამებს დროზე ადრე არ მოუწიოთ ხელახალი აკრედიტაცია“, - განმარტავს არჩილ ჯანგირაშვილი ,,კომერსანტთან“. მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებლები ცვლილებისთვის მეტნაკლებად მზად არიან და პროცედორული მხარე რჩება ძირითადად იგივე, როგორიც აქამდე იყო.


,,გულწრფელად რომ გითხრათ, უმაღლესი სასწავლებლები ცვლილებისთვის მზად არიან. აქ არ არის ისეთ ცვლილებებზე საუბარი, რაც არსობრივად ცვლის მთლიანად სააკრედიტაციო პროცესს. რა თქმა უნდა კლასტერული აკრედიტაცია იქნება გამოწვევა, მაგრამ დაძლევადია. მთავარია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვადები და ამ ვადების განსაზღვრით არ უნდა დაზარალდეს არცერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა. მაგრამ ჩემი პროგნოზით, იმ ცვლილებებზე დაყრდნობით, რაც პარლამენტშია წარდგენილი, სამწუხაროდ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამის ვადაზე ადრე ზოგიერთი პროგრამა დაექვემდებარება ხელახლა აკრედიტაციას, რაც სამწუხაროა.


კლასტერული აკრედიტაციის შემოღებით ხელისუფლება საჯაროდ აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს შეძლებენ ფინანსური და სხვა არსებული რესურსების კონცენტრირებას კონკრეტულ სფეროებზე. რაც სრულიად გაუგებარია. ვინც მუშაობს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში დამეთანხმება, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებს სრულიად სხვადასხვა დღის წესრიგი აქვთ და შესაბამისად სხვადასხვა რესურსები აქვთ გამოყოფილი შესაბამისი ადამიანური კაპიტალის ჩათვლით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ერთ პერიოდში, დამოუკიდებლად, თავიანტი მიზნების შესაბამისად განახორციელონ საქმიანობა. ხელისუფლების ლოგიკა თუ მდგომარეობს იმაში, რომ ერთ წელს ერთ სფეროზე უნდა მივმართო რესურსი და სხვაზე გავამახვილო ყურადღება, მან რა იცის, სწრაფად ცვალებად სამყაროში რომელი სფერო იქნება უფრო აქტუალური და რომელ სფეროს უფრო მეტად დასჭირდება ყურადღების გამახვილება. სახელმწიფოს მხრიდან „მზრუნველის“ მორგება საზიანო იქნება ისეთ სწრაფად მზარდ და ცვალებად სფეროში როგორიც განათლებაა. უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ავტორიზაციის შესაბამისად ადასტურებენ, რომ აქვთ ყველა საჭირო რესურსი საქმიანობის განსახორციელებლად, უნდა მიეცეს საკუთარი მიზნებისა და ავტონომიურობის ფარგლებში განახორციოლოს საქმიანობა და თავისუფალ კონკურენციაში შეძლოს პოზიციონირება.

დაბოლოს, ჩემი აზრით, გაცილებით ეფექტური და უმაღლესი სასწავლებლებისათვის მისაღები იქნებოდა თუ შეიქმნებოდა დარგობრივი სააკრედიტაციო საბჭოები. ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და არაერთი ნაბიჯია გადადგმული და უმჯობესი იქნებოდა მთელი რესურსის უფრო ამ საკითხზე კონცენტრირება, რადგან ეს უფრო დიდი ეფექტის მომტანი ცვლილება იქნება. ასეთ შემთხვევაში, ერთი მხრივ უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება ექნებოდათ უწყვეტ რეჟიმში წარედგინათ სააკრედიტაციო პროგრამები, ხოლო დარგობრივი სააკრედიტაციო საბჭოების მუშაობა გახდებოდა გაცილებით ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არსებულ სააკრედიტაციო საბჭო დაკომპლექტებულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებით და იქმნება სიტუაცია, როდესაც, მაგალითად, სამართლის დარგის წარმომადგენელს მისაღები აქვს გადაწყვეტილება, მაგალითად, საბუნებისმეტყველო მიმართულების პროგრამაზე. ცხადია, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მხოლოდ პროგრამის ვარგისიანობის ტექნიკური მხარის ანალიზი და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს პროგრამის შინაარსობრივი მხარის შეფასებას“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ არჩილ ჯანგირაშვილი. 


აკრედიტაციის წესის ცვლილებას აფასებს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მოძ­ღვრე­ბა­თა ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. როგორც ის ,,კომერსანტთან“ განმარტავს, პროფესიულად დაახლოებული ჯგუფების, გარკვეული პროფილების აკრედიტაცია შესაძლებელია, მთავარია, ამან სისტემა არ დააზიანოს.


,,მიგვაჩნია, რომ ცვლილება განსახორციელებელია და ეკონომიკის ფაკულტეტმა მიიღოს ის სტატუსი, რაც მას  ეკუთვნის. ალბათ, სხვა დარგებშიც იქნებ ანალოგიური მოთხოვნა, მაგრამ ეკონომიკის როგორც ერთ-ერთი წამყვანი დარგის დაკნინება არ შეიძლება. ის უნდა იყოს (როგორც ადრე იყო) განხილული ბიზნეს-ადმინისტრირებასთან ერთად. ამასთან, ეკონომიკას აქვს თავისი მიმართულებები და უნდა იქნას გამოყოფილი, რაც ასე არ არის,  ეკონომიკის სტატუსი არის შემცირებული,  განშტოებები - მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკის ისტორია და სხვა მთლიანად სოციალურ მედიაში გადის. არ ჩანს, მაგრამ დარგი არის ძალიან დიდი, აქ ვსაუბრობთ არა მეცნიერების კლასიფიკაციაზე,  არამედ  ეკონომიკის სწავლების ფორმაზე. როცა ვამბობ, რომ ეკონომიკა და ბიზნეს-ადმინისტრირება ერთად უნდა იყოს, არ ნიშნავს, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა მართვის სტრუქტურა ამის მიხედვით ააწყოს, მაგრამ განხილვა უნდა მოხდეს ერთად და სტატუსი იყოს დაახლოებით თანაბარი. ასე იყო რამდენიმე წლის წინ, შემდეგ შეიცვალა.  ვცდილობთ, ცვლილებაში ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, რასაც ადრეც მოვითხოვდით. ჩვენს ამ ინიციატივას მხარს უჭერდა განათლების სამინისტრო და ვფიქრობ, პოზიცია გაზიარებული იქნება“, - ამბობს ავთო სილაგაძე ,,კომერსანტთან“.


ცნობისთვის, კლასტერული აკრედიტაცია ნიშნავს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ, ცალკეული პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით წარადგინონ. საკითხის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს მუშაობა 2020 წლიდან ჰქონდა დაწყებული და საპილოტე რეჟიმში 2021 წელსაც გრძელდებოდა.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის ფარგლებში შემუშავდა კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. შემუშავდა კლასტერული აკრედიტაციის პროცედურა, რომლის განხილვაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან მიმდინარეობს.


მარი ჩიტაია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up