USA2GEORGIA ამანათებს თურქეთიდანაც ჩამოიტანს —ამის შესახებ ინფორმაცია კომპანის სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა. მათივე ცნობით კომპანია თურქეთიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირებას ახალი ბრენდით TURKEY2GEORGIA დაიწყებს.
„TURKEY2GEORGIA - ამანათები თურქეთიდან! USA2GEORGIA-ს საწყობი თურქეთშიც გაიხსნა!
ლოჯისტიკის ამერიკული სტანდარტი თურქეთის ახალ, ულტრათანამედროვე საწყობში დაინერგა.
მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ს თქვენთვის სიახლე აქვს - კომპანია თურქეთიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირებას ახალი ბრენდით TURKEY2GEORGIA იწყებს!
როგორც მცირე ზომის ამანათების, ასევე ტვირთების გადაზიდვა სახმელეთო გზით ხორციელდება და 1 კგ-ის ჩამოტანა - $4 ღირს.
*50კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება - რეალური/სასწორის წონით, ხოლო 50კგ-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება - მოცულობითი წონით!
საწყის ეტაპზე, კვირაში 2 რეისი შესრულდება - ამანათები თურქეთიდან საქართველოში საშუალოდ 5 დღეში ჩამოვა. საქართველოში ჩამოსული ამანათების მიღებას კი USA2GEORGIA-ს ფილიალებში, LOCKER-ებით და საკურიერო სერვისით შეძლებთ.
დამატებით იხილეთ USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდი, ფასების განყოფილება.“ — წერია განცხადებაში.