USA2GEORGIA მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ახალ კამპანიას იწყებს. კომპანიაში მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ შეძენილი პროდუქციის განბაჟების 300 ლარიანი ზღვარი 700 ლარამდე გაზრდის.
„როგორც ცნობილია, სხვადასხვა ქვეყნის ონლაინ მაღაზიებში შეძენილი ხარისხიანი ნივთის ღირებულება თუკი - 90 აშშ დოლარს აღემატება, სავალდებულოა მომხმარებლის მიერ საქართველოს შემოსავლების სამსახურში დეკლარირება, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის მიზნით, რაც შეადგენს 18%-ს და მომხმარებელს მნიშვნელოვნად უზრდის ონლაინ-შეძენისას გაწეულ ხარჯს.
უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მატებამ ლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 300 ლარიან ზღვარზე და მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს.
ამიტომ, ჩვენი კომპანია აპირებს მიმართოს სამთავრობო და საპარლამენტო სამსახურებს 300 ლარიანი განბაჟების ზღვრის 700 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით, რისთვისაც გვესაჭიროება - მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ნების გამოხატვა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ ინტერაქტიურობა და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია - 300 ლარიანი განბაჟების ზღვრის 700 ლარამდე გაზრდის შესახებ“, – ნათქვამია USA2GEORGIA–ს განცხადებაში.
მომხმარებლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ ამ ბმულზე.