USA2GEORGIA მომხმარებლისთვის განმარტებას აკეთებს - კომერსანტის ექსკლუზივი

USA2GEORGIA მომხმარებლისთვის განმარტებას აკეთებს - კომერსანტის ექსკლუზივი

access_time2022-12-14 16:42:44

„ჩვენ თვითონ დავზარალდით და ფაქტის წინაშე დაგვაყენა ავიაკომპანიამ, რომ ერთ სანტიმეტრსაც აღარ გვაპატიებდა, ფასები გაძვირდებოდა და დაითვლებოდა სიზუსტით და ეს ყველაფერი გავიგეთ მეილით,“ - ასე ეხმაურება Usa2Georgia ბოლო დღეებში კომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მომხმარებელთა ნაწილის უკმაყოფილებას.


„კომერსანტს“ კომპანიაში ექსკლუზიურად განუცხადეს, რომ USA2GEORGIA გარემო პირობებიდან გამომდინარე იძულებული გახდა ხელშეკრულების პირობები შეეცვალა და მომხმარებლისთვის განახლებული შეთავაზება გაეკეთებინა.


როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში უთხრეს, ოქტომბრის ბოლოს გადამზიდავმა ავიაკომპანიებმა, რომლებიც IATA- ს წევრები არიან, USA2GEORGIA -ს აცნობეს, რომ ტარიფების დაანგარიშება მოხდებოდა IATA-ს არსებული რეგულაციით და ამიერიდან არც ერთ კგ-ს და სმ-ს USA2GEORGIA -ს აღარ აპატიებდნენ.


ერთი თვით ადრე დავიწყეთ გაფრთხილებები სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით: დაიგზავნა სმს-ები, დაიწერა საინფორმაციო ბლოგი, მომხმარებლებთან  დავგზავნეთ მეილები. თუმცა როგორც ვხედავთ სამწუხაროდ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. რისი საშუალებაც გვქონდა ყველა გზა გამოვიყენეთ, თუმცა მომხმარებლების ნაწილს ჩვენს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები არ წაუკითხავს.


მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია ცვლილებების შესახებ, რომელიც შედიოდა ხელშეკრულებაში, რომ ამანათების გადაზიდვა მხოლოდ სასწორის წონით ვეღარ მოხდებოდა და რომ მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს მოცულობით, როგორც ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და სწორედ ამ სტანდარტით მოქმედებს ყველა ავიაკომპანია თუ გადამზიდავი. თუ როგორ ხდება სატვირთო გადაზიდვების ფასების დაანგარიშება გაწერილია IATA-ს მიერ და სწორედ იქ წერია, რომ მოცულობის დასადგენად, ზოგადი წესია ტვირთის მოცულობის გაყოფა კუბ/-ის 6 000-ზე.


კიდევ ერთი საკითხია გადაფუთვა. USA2GEORGIA ამერიკის მისამართზე მიტანილი ამანათების გადაფუთვას უფასოდ ახდენდა, ანუ დიდი ზომის საფოსტო ამანათებს შლიდა და მცირე ზომად ფუთავდა, ეს კი ფასს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვნად ამცირებდა. მომსახურება აქამდე უფასო იყო, თუმცა დიდი ხარჯების გამო კომპანიამ ასეთ მომსახურებაზე თვითღირებულება დააწესა - თითო ამანათისთვის 2 აშშ დოლარი.



დღეს რეალობა გაქვს ასეთი: იმდენად გაიზარდა ტვირთების მოცულობითი წონები, გაიზარდა ამანათების რაოდენობა, რომ ავიაკომპანიები ცდომილებაზე თვალს აღარ ხუჭავენ. ამერიკაში 4-5-ჯერ გაიზარდა მომსახურების ფასები, - გამოვიდა ისე, რომ კომპანიას აღარ ჰქონდა  რესურსი, რომ გადაფუთვის სერვისი უფასოდ შეგვენარჩუნებინა. მაშინ საერთოდ უნდა გაგვეჩერებინა მუშაობა. ამის ნაცვლად ჩვენ მომხმარებლებს თითოეულ ამანათზე და არა თითოეულ ნივთზე, რომელიც ამ შეფუთვაში დევს, შევთავაზეთ გადაფუთვის მომსახურება, რომლის ტარიფადაც დავაწესეთ 2 დოლარი. ეს თანხა მხოლოდ იმისთვისაა საკმარისი, რომ ამერიკაში პერსონალი დავიქირაოთ, რადგანაც არსებული ამანათების გადაფუთვას ათეულობით ადამიანი სჭირდება. 11 წლის განმავლობაში გადაფუთვის მომსახურებას ჩვენ გავწევდით სრულიად უფასოდ. საუბარია ყველა ამანათზე. თუმცა შეუძლებელია სამუდამოდ უფასოდ გასწიოს, რომელიმე კომპანიამ ესა თუ ის მომსახურება. ზოგმა ჩვენი შეთავაზება გადაფუთვის შესახებ და ხელშეკრულება წაიკითხა, ზოგმა არ წაიკითხა, მაგრამ ისე დააჭირა და დაეთანხმა.


გადაფუთვის მომსახურება არის ნებაყოფლობითი. თუ მომხმარებელი გადაფუთვის მომსახურებას არ აირჩევს, მაშინ მას მოუწევს ტვირთის მოცულობითი წონის საფასურის გადახდა“, აცხადებენ USA2GEORGIA -ში.


თუ ამანათი ყუთში დევს მომხმარებელი ყველა შემთხვევაში მოცულობითი წონის საფასურს იხდის, პოლიეთილენის პარკით მიღებული ამანათები კი ყოველთვის წონით ითვლება. გადაფუთვა საშუალებას იძლევა, რომ რამდენჯერმე შემცირდეს მოცულობით ღირებულება. მაგალითად ფეხსაცმლის ყუთი 1.5კგ-ს აღწევს მოცულობით საშუალოდ, თუმცა საფოსტო ყუთი შესაძლოა 9კგ-იანი ჰქონდეს და გადაფუთვა ამ ეკონომიას მისცემს მომხმარებელს.


რატომ მოყვა ცვლილებებს უკმაყოფილო მომხმარებლების ბრალდებები? - USA2GEORGIA -ში ამბობენ, რომ კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო მეტი, მომხმარებლების ინფორმირება კი უფრო ინტენსიური.


კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გარდა იმ პლატფორმებისა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ხელშეკრულების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა, სხვა დამატებითი სარეკლამო კამპანიის ჩატარება კომპანიას არსებული ფინანსური რესურსებით არ შეეძლო.


ალბათ ჯობდა, რომ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ყველა ბილბორდზე გაგვეტანა ან ტვ- საშუალებით გამოგვეცხადებინა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი კომპანია, რომელსაც  ასეთ მიმართულებით დიდი თანხის ხარჯვის ფუფუნება აქვს. მომსახურების სერვისში მოგება 10-15%-ია და ამ ამ თანხაზეა დამოკიდებული ჩვენი 100-ზე მეტი თანამშრომელი და არსებული ფილიალები. შეგახსენებთ, რომ USA2GEORGIA-ც მოცულობითი წონით იხდის გადაზიდვის ღირებულებას “, - აცხადებენ USA2GEORGIA -ში.


კომპანიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ მომხმარებლებს აცნობეს, იმავდროულად ამოქმედდა შერჩევითი ფასდაკლების სერვისიც, რათა მომხმარებლებს ტვირთი ერთბაშად არ გაზრდოდათ.


„ლოიალური დამოკიდებულებით მივუდექით და შევთავაზეთ, შერჩევითი, 20%-იანი ფასდაკლება. ვიფიქრეთ , რომ არსებული რეზერვების გათვალისწინებით მომხმარებლისთვის დეკემბრის განმავლობაში 20%-იანი ფასდაკლება შეგვეთავაზებინა“, განმარტავს „კომერსანტთან“ USA2GEORGIA -ს წარმომადგენელი.

 



თეგები:
USA2GEORGIA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up