Usa2Georgia-ს წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოში სარჩელი შევიდა - რა პრეტენზიები აქვს მომხმარებელს გადამზიდავ კომპანიასთან

Usa2Georgia-ს წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოში სარჩელი შევიდა - რა პრეტენზიები აქვს მომხმარებელს გადამზიდავ კომპანიასთან

access_time2022-12-13 21:00:28

Usa2Georgia-ს წინააღმდეგ  საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სარჩელი შევიდა. ინფორმაცია „კომერსანტს“  სააგენტოში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკითხზე სავარაუდოდ დაიწყება მოკვლევა.

 

 

 

ბოლო რამდენიმე დღეა,  სოციალურ ქსელში მომხმარებლები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ კომპანიამ ამანათის ტრანსპორტირების საფასური ისე შეცვალა, რომ  წინასწარ არავინ გააფრთხილა.  ცვლილების შედეგად  ამანათის  ტრანსპორტირება, ზოგ მოქალაქეს ნივთზე ძვირი უჯდება.

 

 

 

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში „USA2GEORGIA-ს მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა ჯგუფი“ შეიქმნა, სადაც ამ დროისთვის 787 წევრია. ისინი ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და პრიბლემის გადაჭრის გზებზე მჯელობენ.

 

 

 

ერთ-ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი  მომღერალი მებო ნუცუბიძე, რომელმაც Black Friday-ზე ამერიკიდან 2 წყვილი ბოტასი გამოიწერა, აპლიკაციაში ტრანსპორტირების საფასური კი  195,5 ლარი დახვდა.


 


როგორც  „კომერსანტთან“ საუბრისას მებო ნუცუბიძე აღნიშნავს,  ცვლილების  შესახებ მას კომპანიისგან არც მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუღია და არც ელექტრონული წერილი.

 

 

 

„შავ პარასკევს, მეც, როგორც ყველამ საქართველოში, ფასდაკლებით ვისარგებლე და გამოვიწერე 2 წყვილი ბოტასი, აღმოჩნდა, რომ მახდევინებენ ჩამოტანაში იმდენს, რაც გადავიხადე თვითონ ნივთში, ანუ ამანათი რვა კილოთია დათვლილი, რაც  პრინციპში  წარმოუდგენელია, როგორ  შეიძლება  რომ თითო წყვილი ბოტასის წონა  4 კილო იყოს.

 

 

 


აქ მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი გაუფრთხილებლად მოხდა, ამბობენ, რომ აპლიკაციაში შესვლისას გხვდებოდა შეტყობინება, მაგრამ მე  ჩემი მისამართი  საიტებზე დამახსოვრებული მქონდა და აპლიკაციაში, ორი წელია,  საერთოდ  არ შევსულვარ. მე როგორც იქამდე, ორი წლის  განმავლობაში  ვიწერდი ნივთებს, ისე გავაგრძელე, ანუ თუ რაღაც წესი შეცვალეს, ეს მომხმარებლისთვის წინასწარ უნდა ეცნობებინათ, როდესაც აღნიშნულის შესახებ ვიქნებოდი ინფორმირებული, შეიძლება სულ  არ მეყიდა ეს ორი  ნივთი. მთავარი გასაბრაზებელი  ფაქტი ის არის, რომ არ გაგვაფრთხილეს და ყველაფერი ისე ქნეს, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს გაეგო ცვლილების შესახებ და ცვლილება მაინც და  მაინც  15 ნოემბრიდან შევიდა ძალაში, მაშინ როდესაც „შავი პარასკევი“ იწყებოდა,“ - აღნიშნა მებო  ნუცუბიძემ.

 

 

ნუცუბიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კომპანიას  არ  დაკონტაქტებია, რადგან  აპირებს რომ ოფიციალური  წერილით მიმართოს  და მდგომარეობა აუხსნას.

 

 

„მაინც  არ  ვკარგავ იმედს, რომ ამდენ დაზარალებულ მომხმარებელს  გაითვალისწინებენ, რეალურად იმდენი ადამიანი  წერს ამ ყველაფერზე, რომ  დიდი  საფრთხეა, რომ კომპანიამ ბევრი ადამიანი დაკარგოს, მითუმეტეს მაღალი კონკურენციის პირობებში, რადგან დღეს ძალიან ბევრი გადამზიდი კომპანია არსებობს. უბრალოდ, მე 10 წელია ამ კომპანიის მომსახურებით, ერთგულად ვსარგებლობ და თუ ისინი პირობებს არ შეცვლიან,, მე მათ მომსახურებაზე უარს ვიტყვი.  ვაპირებთ, რომ ოფიციალური ფორმა  მივცეთ პროცესს. ადრე  იყო წესი, თუ ნივთი იყო  10 კილოგრამამდე არ ითვლიდნენ მოცულობით, შესაბამისად  აქამდე  ჩამოდიოდა  წონით.  15 ნოემბერს შეტყობინებითაც არ  მომსვლია ინფორმაცია და პირადად მე ელექტრონული ფოსტაც კი არ მიმიღია. მე არ უნდა მქონდეს იმის ვალდებულება, რომ საიტზე შევიდე და გადავამოწმო ცვლილება, სავარაუდოდ სწორედ ეს იყო ჩანაფიქრი, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს გაეგო ცვლილების შესახებ“, - აღნიშნა მებო ნუცუბიძემ.

 

 

 

„კომერსანტი“ კიდევ ერთ მომხმარებელს ესაუბრა, რომელიც  ამბობს, რომ გამოიწერილ ნივთს  შეფუთვაზე აწერია წონა   3 კილოგრამი, თუმცა usa2Georgia - მ ეს ნივთი 8 კილოგრამით დაიანგარიშა.

 


დღეის მდგომარეობთ usa2georgia-ს საიტზე წერია, რომ 1 კგ ამანათის ტრანსპორტირება 9$ ღირს.

 

მომხმარებელთა ნაწილი ამბობს, რომ მათ  27 ნოემბერს „შავი პარასკევის“ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს შეტყობინება, რომ გადაფუთვის სერვისი დაბრუნდა და მათთვის  არ იყო მკაფიოდ განმარტებული, რომ თუ  ადრე თვითონ კომპანია აკეთებდა გადაფუთვას, 15 ნოემბრის შემდეგ ამ სერვისით სარგებლობისთვის კლიენტს თავად  უნდა მიეთითებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაანგარიშება უმეტესად მოცულობით მოხდებოდა.

 

„როგორც უკვე აღვნიშნეთ 8 ნოემბრის სტატიაში, მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის გამო - USA2GEORGIA-მ ამანათების გადაფუთვის მომსახურება დააბრუნა!

 

 სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამერიკაში ონლაინ-მაღაზიების უმრავლესობა უზარმაზარი ყუთებით აგზავნის პროდუქციას, ხოლო მომხმარებელს უწევს საერთაშორისო ავია-გადაზიდვის სტანდარტების მიხედვით ამანათის მოცულობითი წონის გადახდა.

 

 

 

 

 

ასე, რომ - შეგიძლიათ ისარგებლოთ <გადაფუთვის სერვისით> და ტრანსპორტირებისას დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხა.

 

 

 

გადაფუთვის მომსახურების გააქტიურება შეგიძლიათ ამანათების მიღებამდე, თრექინგ კოდის მისაღებ ამანათებში დამატების შემდეგ. ასევე, პარამეტრებში -> გადაფუთვა, შეგიძლიათ მიუთითოთ ავტომატური გადაფუთვა და თქვენი ყველა მისაღები ამანათი გაივლის შემოწმებას გადაფუთვის შესაძლებლობაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაფუთვის მომსახურების მიღება დამოკიდებულია პროდუქციის და შეფუთვის სახეობაზე.

 

 

 

ამანათების გადაფუთვის მომსახურება არის ფასიანი და მომხმარებელს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, გადაფუთვის მომსახურების ჩართვის შედეგად - რამდენია დანაზოგი.“,- ეწერა შეტყობინებაში.

 

 


კომპანია მომხმარებელთა პრეტენზიებს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოხმაურებია. „კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და ცდილობს კომპანიის კომენტარის მოპოვებას.



თაკო კვაჭანტირაძე



თეგები:
Usa2Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up