უსაფრთხო და სანდო კრიპტოსამყარო – როგორია სტარტაპი AMBRY-ს გეგმები

უსაფრთხო და სანდო კრიპტოსამყარო – როგორია სტარტაპი AMBRY-ს გეგმები

access_time2021-10-28 16:50:56

Ambry, რომელიც GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელია, სტარტაპის განვითარებას და სერვისების დახვეწას აპირებს. საქართველოს სრულად აითვისების შემდეგ, კი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და დიდ კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს.

Ambry ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც ინდივიდუალური მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის კრიპტოსამყაროს უფრო უსაფრთხოს და სანდოს ხდის.

ამ ეტაპზე, Ambry-ის ვებ-პლატფორმა ამოქმედებულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კრიპტოსამყაროში ოპერირებენ და კრიპტომიმოცვლის (crypto-exchange) და კომერციის (crypto-trading) პლატფორმას წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ აკონტროლონ მომხმარებელთა ბაზა და საეჭვო ტრანზაქციები. ასევე, თავად დააწესონ და არეგულირონ თუ რომელ ტრანზაქციას მიიჩნევენ საეჭვოდ და სახიფათოდ. აღსანიშნავია, რომ Ambry-ს სერვისს უკვე იყენებს საქართველოში ყველაზე დიდი crypto-exchange პლატფორმა MyCoins-ი.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ლუკა ლომსაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, სულ მალე Ambry-ს სერვისით სარგებლობას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. ასევე Ambry კარგი გადაწყვეტაა ბანკებისთვისაც, კერძოდ, მათ შეუძლიათ შეამოწმონ იმ კონკრეტული კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ისტორია, რომელიც ბანკის ანგარიშზე მოხვდა.

“ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება, სისტემაში შესვლით სასურველი კრიპტო მისამართი შეამოწმოს და საეჭვო ტრანზაქციების შესახებ მიიღოს ინფორმაცია. ასევე, შესაძლებელი იქნება კრიპტო ტრანზაქციების კოდით გადაამოწმონ, რომელი wallet-დან რომელ wallet-ში წავიდა ტრანზაქცია და რა გზა გაიარა.


სამომავლოდ ვგეგმავთ მობაილ აპლიკაციის გაკეთებასაც, რომელიც სწორედ ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის იქნება დამატებითი კომფორტი, რაც ასევე საშუალებას მისცემს მათ რამდენიმე კრიპტო მისამართის მონიტორინგი ერთდროულად განახორციელონ", – აღნიშნავს ლუკა ლომსაძე.

Ambryინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია. მიღებული გრანტის დახარჯვას კომპანია ორი ძირითადი მიმართულებით გეგმავს.

“GITA-ს გრანტის ნახევარი დაგვეხმარება სტარტაპის განვითარებაში, უკვე არსებული პროდუქტების დახვეწაში და განვითარებაში, დანარჩენი თანხა მოხმარდება ახალი ფუნქციონალებისა და სერვისების შექმნას. გვინდა, რომ Ambry არ იყოს მხოლოდ კრიპტო სამყაროზე მორგებული პლატფორმა, არამედ იყოს უსაფრთხოების ხელსაწყო, რომელიც როგორც ფინანსურ სექტორს და კრიპტოსამყაროს, ასევე მთლიანად მარკეტს გამოადგება, მათ შორის გეგმაში გვაქვს სადაზღვეო სექტორის ათვისებაც.

GITA-ს გრანტი იყო პირველი დაფინანსება, მანამდე კერძო რესურსებით ვცდილობდით პროექტის განხორციელებას, თუმცა აუცილებლად ვგეგმავთ კიდევ მრავალი კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიცია მოვიზიდოთ, მათ შორის GITA–ს 650 000 ლარინი გრანტი. ამასთან, მას შემდეგ, რაც სტარტაპი საქართველოს სრულად აითვისებს, გვინდა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა,“ – აცხადებს Ambry-ს თანადამფუძნებელი.


Business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up