უსაფრთხოება, დრო, კომფორტი – ხიდების სტრატეგიული დანიშნულება

უსაფრთხოება, დრო, კომფორტი – ხიდების სტრატეგიული დანიშნულება

access_time2021-06-17 12:07:29

ხიდების მშენებლობა–რეაბილიტაციის მიმართულებით ერთ–ერთმა ყველაზე გამოცდილმა ქართულმა კომპანიამ ენსისი მხოლოდ თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი საავტომობილო ხიდის მშენებლობა და კიდევ 6–ზე მეტი ხიდის რეაბილიტაცია განახორციელა.


მათ შორის, კომპანიამ თბილისში ბარათაშვილის ხიდისა და მიმდებარე პანდუსების რეაბილიტაცია განახორციელა. ამ სიაშია ასევე მშრალი ხიდის რეაბილიტაცია, გულუას სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, მტკვრის უბეზე, მეტეხის ხიდთან მდებარე აივნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობა, ზაჰესის დასახლებაში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა, აეროპორტთან დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის სრული რეაბილიტაცია და სხვ.


ენსისის ხიდების და გვირაბების მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი ურუშაძე ხიდების უმთავრეს დანიშნულებად უსაფრთხოებას, დროის დაზოგვასა და კომფორტს ასახელებს.


„თანამედროვეობაში ხიდების პირველადი დანიშნულება ადამიანებისთვის კომფორტის შექმნა, დროის დაზოგვა, უსაფრთხოებაა. თითოეული ახალი თუ რეაბილიტირებული ხიდი ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას. მოქალაქეები უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ მიდიან დანიშნულების ადგილამდე. რეალურად, ხიდი, ერთმანეთთან ისეთ ტერიტორიებს აკავშირებს, სადაც მისვლა გართულებული ან შეუძლებელია. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნის ინფრასტრუქტურისთვის ხიდების მშენებლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი და ეს ტრანსპორტირებას უკავშირდება“, – მოგვითხრობს ირაკლი ურუშაძე.


XXI საუკუნეში, სტრატეგიული დანიშნულება არა მხოლოდ მდინარეებზე აგებულ, არამედ სწორედ გზაგამტარ ხიდებსაც დაეკისრა.


რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით, კომპანიას ენსისი არაერთი ხიდის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის, საინტერესო და სირთულეებით იყო გამორჩეული ზესტაფონი–ბაღდათის საავტომობილო გზაზე, მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები. დავით მახარაშვილის თქმით, პროექტი 172,3 მეტრის სიგრძის ხიდის პროექტირებასა და მშენებლობას მოიცავდა. მშენებლობის პროცესი მდინარე ყვირილას კალაპოტში, რთულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა.















NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up