უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ახალი რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელი 100-დან 1000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება

უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ახალი რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელი 100-დან 1000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება

access_time2022-07-12 18:55:58

მთავრობამ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების ახალი რეგლამენტი დაამტკიცა.


რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, ახალ ნორმებსა და მათ აღსრულების მექანიზმზე რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ისაუბრა.


მაია მიქაიას თქმით, მიზანი არა სანქცირება, არამედ დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაა.


,,2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანამ აიღო ვალდებულებები შრომის უსაფრთხოების მიმართულებითაც. ასევე იქნა კანონი მიღებული, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი დათქმები, რომ ეს ეხებოდა პირველ რიგში მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, საშიშპირობებიან სამუშაოებს. უკვე 2018 წლიდან კი ქვეყანამ მიიღო ორგანული კანონი, რომელიც ეხება ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას და შესაბამისად განსაზღვრულია ის ძირითადი ვალდებულებები, რომელიც დამსაქმებლის ვალდებულებაა, ისე როგორც დასაქმებულის ვალდებულებები.



უსაფრხოების ორგანული კანონით არის ზოგადი განსაზღვრებები, როგორ უნდა იყოს უსაფრთხოება დაცული სამუშაო ადგილებზე. გარდა ამისა, არსებობს სექტორული მიმართულებებით მისაღები და მიღებული ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც უმნიშვნელოვანესია, რომ დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნას დაცული. ტექნიკური რეგლამენტი, რომელზეც ვსაუბრობთ, განსაზღვრავს სწორედ ამ მინიმალურ მოთხოვნებს.


რეგლამენტით განისაზღვრა ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა. მაგალითად, განათების საკითხი, რომელიც განისაზღვრება ბუნებრივი და ხელოვნური განათების ლუქსებით. რამდენი ლუქსი უნდა იყოს, როცა ხელოვნური და ბუნებრივი განათების სინთეზი ხდება.


განათება, მიკროკლიმატი, კონსტრუქციული სიმყარე, სავენტილაციო სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ეს არის მოთხოვნები, რომლებიც ახალ ტექნიკურ რეგლამენტშია. ასევე, სიახლეა 2 კვადრატული მეტრის განსაზღვრა დასაქმებულებისთვის. რაც შეეხება მონიტორთან მუშაობის წესებს, ჩვენ უსაფრთხოების კანონით განსაზღვრული გვაქვს საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება. უსაფრთხოების მენეჯერმა სამუშაო სივრცის შეფასებისას უნდა განსაზღვროს, რა მავნე ფაქტორებია, რაც დასაქმებულზე უარყოფით გავლენას ახდენს. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი მუშაობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ასოციაციები და ზედამხედველი უწყებები.


ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ ინფორმაციის მიწოდებას დამსაქმებლებისთვის, თუ რა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. მოთხოვნები ვრცელდება თითქმის ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე. გამონაკლისია ის საქმიანობები, რომლებიც დამატებით დარეგულირდება სექტორული ტექნიკური რეგლამენტით.


ჩვენი სამსახური შექმნის დღიდან დღემდე არ ყოფილა ორიეტირებული ჯარიმებზე. ჩვენი მიზანია, დასაქმებულებს და დამსაქმებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია. ობიექტზე პირველად შესვლისას, გარდა კრიტიკული შეუსაბამობისა, სხვა ყველა შემთხვევაში ვიყენებთ გაფრთხილებას და ვაძლევთ გონივრულ ვადას გამოსასწორებლად. იმ შემთხვევაში კი თუ არ მოხდა გამოსწორება, ჯარიმა ბრუნვის მოცულობაზეა დამოკიდებული. ჯარიმაც შესაბამისად 100-დან 1 000 ლარამდეა ბრუნვის მიხედვით“ - განაცხადა მაია მიქაიამ ,,საქმეში“.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up