უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი და საკადრისი საქციელი - ვანო ჩხარტიშვილი მეუფე ზენონზე

უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა ნამდვილად არ არის მეუფისთვის შესაფერი და საკადრისი საქციელი - ვანო ჩხარტიშვილი მეუფე ზენონზე

access_time2022-11-19 16:00:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, სინოდური კომისიის დასკვნის საფუძველზე პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ინფორმაციითვე, მას შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება.


საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს, სასულიერო პირი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ებრძვიან.


მისი განცხადებით არსებობენ კონკრეტული პირები, რომლებიც აიძულებენ პატრიარქს, რომ ის დიდი ბრიტანეთის ეპარქიას ჩამოაშორონ.


„აქ მიმდინარე პროცესებთან, აი, ამ დესტაბილიზაციასთან, რომელიც ჩემს ეპარქიაში წამოიშვა, კავშირში არიან მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, მიპტოპოლიტი შიო მუჯირი, მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და პროცესში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩართულია ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი“, - განაცხადა მეუფე ზენონმა სატელევიზიო კომენტარში და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს ასევე, ორი დიპლომატი, რომელთა დასახელებისგან მეუფემ თავი შეიკავა.


მისი თქმით, ის ელოდება საპატრიარქოსგან წერილის მიღებას, რის შემდეგაც უფრო ვრცლად ისაუბრებს.



მეუფე ზენონის განცხადებასთან დაკავშირებით Pia.ge ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს დაუკავშირდა. ბიზნესმენი მეუფე ზენონის ბრალდებებს უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს.


ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირის კომენტარით გაკვირვებულია, რადგან მას არანაირი ბერკეტი ან ინტერესი არ გააჩნია დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად:


„დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია განსაკუთრებით ძვირფასია ჩემი ოჯახისთვის, რადგან ლონდონში დევნილობისას ჩვენთვის ის იყო სულიერი თავშესაფარი და იქ მყოფ საეკლესიო წრეებთან ჯანსაღი და წმინდა ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ამიტომ გაკვირვებული ვარ თუ რატომ თქვა მეუფე ზენონმა ის, რაც თქვა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეპარქიისადმი მხარდაჭერისათვის მეუფე ეპარქიის უმაღლესი ორდენით აჯილდოებს ხოლმე ადამიანებს, ხოლო „არდაჭერისთვის“ცილისწამებით.


ჩემთვის სრულიად გაუგებარია მეუფე ზენონის ლოგიკა - როგორ უნდა დამეჭირა მისთვის მხარი და როგორ უნდა მემოქმედა სინოდის გადაწყვეტილებაზე, ან რა ინტერესი უნდა მქონდეს ან ბერკეტი დიდი ბრიტანეთის ეპარქიის ხელმძღვანელის ბედის გადასაწყვეტად?! ეს ხომ აბსურდია. ეკლესიის შიდა საქმეებში გარედან ჩარევა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ სფეროში, კარგად იცის, რომ არის შეუძლებელი და ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, სწორედ მას სურს, გარედან მოახდინოს ეკლესიის შიდა პროცესებზე ზეგავლენა. სხვა თუ არაფერი, იგი ამით ჩრდილს აყენებს და შეურაცხყოფს უწმინდესს, წმინდა სინოდს და ქართული ეკლესიის იერარქებს. უსაფუძვლო ტყუილის გავრცელება და ჭორაობა კი ნამდვილად არ არის მეუფის შესაფერი და საკადრისი საქციელი.


სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაა, როცა არის მცდელობა, ჩემი განსაკუთრებული ურთიერთობები და სიყვარული უწმინდესისადმი, ჩემს წინააღმდეგვე, საკუთარ თავში მოხარშული აბსურდული შეთქმულების თეორიების წონის შესაძენად გამოიყენონ. კატეგორიულად ვემიჯნები ასეთ ავადმყოფურ ნარატივებს და ვაცხადებ, რომ უწმინდესის კურთხევით, ჩემს ოჯახს, ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განხორციელებით, მოკრძალებული წვლილი შეაქვს და შეიტანს მომავალშიც ქართული ეკლესიისა და მრევლის მხარდაჭერისა და გაძლიერების საქმეში“, - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.


მეუფე ზენონი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. მთავარეპისკოპოსი დაბარებულია საპატრიარქოში, მაგრამ უცნობია, ჩამოვა თუ არა საქართველოში, ან როდის.


pia.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up