USAID-ის Sweeft • a Making Science company-თან თანამშრომლობით აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის. თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ Sweeft-ს, არამედ საქართველოში სწრაფად მზარდ IT სექტორს და ასობით სამუშაო ადგილს შექმნის, ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარტნიორობის შედეგად: უკვე შეიქმნა 20 მოკლევადიანი პროფესიული უნარების სასწავლო პროგრამა, გადამზადდა 40 მენტორი, 150 ადამიანი ჩაერთვება სტაჟირების პროგრამაში, რათა გამოიმუშაონ ინდუსტრიის შესაბამისი მოთხოვნადი უნარები და სულ მცირე 105 წარმატებული კურსდამთავრებული შეძლებს Sweeft-ში დასაქმებას.