სამეგრელოში ვიზიტისას, USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი AgriGeorgia/Ferrero-ს ესტუმრა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა USAID-ის მხარდაჭერა თხილის მწარმოებლებისადმი, განსაკუთრებით კი იმ ფერმებისთვის, რომლებიც თხილს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ აწარმოებენ, ამის შესახებ ინფორმაციას USAID Georgia ავრცელებს.
თხილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კულტურაა. საქართველოში 50 ათასზე მეტი ოჯახისთვის საარსებო წყაროს სწორედ თხილის რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს. ამ ოჯახების, ნახევარზე მეტმა კი სწორედ USAID-თან პარტნიორობით შეძლო მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება და შემოსავლის გაზრდა, ნათქვამია განცხადებაში.