USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი მარნეულში Salam - სალამ-ის წარმომადგენლებს შეხვდა. პლატფორმა „სალამი” აერთიანებს აქტივისტ ახალგაზრდებს, რომლებიც ხელს უწყობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საჭიროებების ადვოკატირებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
USAID-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, პლატფორმა „სალამმა” მოახდინა არაერთი საკითხის წარმატებული ადვოკატირება სამიზნე მუნიციპალიტეტებში, მათ შორის შეეხნენ ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხების, როგორებიცაა: საბავშვო ბაღების ნაკლებობა, გარე განათების მოწესრიგება, საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვა და სხვა.
„USAID-ის მხარდაჭერით ჩავატარეთ არაერთი წარმატებული კამპანია, მათ შორის გამოვარჩევდი კამპანიას #გვარიდამიბრუნე, რომლის ფარგლებშიც ვითხოვთ საკუთარი გვარების რუსული დაბოლოების აზერბაიჯანულით შეცვლას. კამპანია ჯერ არ დასრულებულა, იმედი გვაქვს რომ მივაღწევთ დასახულ მიზანს”, - ამბობს „სალამის” წევრი აითაჯ ხალილი.