USAID-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მცენარეთა მავნებლების მონიტორინგის მიზნით, ფერომონები გადასცა

USAID-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მცენარეთა მავნებლების მონიტორინგის მიზნით, ფერომონები გადასცა

access_time2021-09-01 11:40:00

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



პიტერ ვიბლერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერა. სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, დასავლეთ საქართველოში სპეციალურად შერჩეულ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის მიზნით მიმდინარე კვლევების შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია.



პროექტი „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ 2021 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერება, დიაგნოსტიკა და მავნებლებისგან გამოწვეული რისკების ანალიზი.




პროექტის ფარგლებში, მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) სურსათის ეროვნულ სააგენტოს 5 ათასი ფერომონი გადასცა.



„საკმაოდ შთამბეჭდავია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარება ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით და ახალი პროექტი არის მორიგი მხარდაჭერა მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სრულყოფილი მონიტორინგი და ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერება დაგვეხმარება დროულად გამოვავლინოთ მავნებლები სასოფლო-სამეურნეო კულტურებში და განვახორციელოთ პრევენციული ღონისძიებები.“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა



„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აბაშაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად და, ფაქტობრივად, აღვნიშნავთ USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რომლის მთავარი მიზანია, არა მხოლოდ დაიცვას და გააუმჯობესოს ქართული სასურსათო პროდუქციის ხარისხი, არამედ გაზარდოს ეკონომიკა და გახსნას ახალი ბაზრები ქართული წარმოებისთვის. ეს არის შესანიშნავი თანამშრომლობა, რომელმაც უკვე გამოიღო ძალიან კარგი შედეგები მათ შორის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში და ვიცი, კიდევ უფრო დიდი მიღწევები გვექნება მომავალში“-განაცხადა პიტერ ვიბლერმა.


პიტერ ვიბლერი და ზურაბ ჩეკურაშვილი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში ფერმერებს ესტუმრნენ და დამონტაჟებული ფერომონიანი დამჭერები დაათვალიერეს.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში კვლევები ხუთი სახეობის საკარანტინო მავნებლის გამოსავლენად მიმდინარეობს, რისთვისაც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში სპეციალური ფერომონიანი დამჭერებია განთავსებული.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up