რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან, ამერიკამ და USAID-მა გამოთქვა ურყევი მზაობა მხარი დაეჭირა უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის საჭიროებებისთვის. USAID-მა უკრაინელ ხალხს 1,4 მლრდ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა, ამის შესახებ USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
„USAID-მა უკრაინის რუსეთის შეჭრის შემდეგ, ერთ წელიწადში უკრაინელ ხალხს მიაწოდა 1,4 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება,
ჟურნალისტები უზრუნველყო დამცავი ჩაფხუტისა და ქურთუკის 1,800-ზე მეტი ნაკრებით.
13,600-ზე მეტ ფერმერს მისცა შესაძლებლობა მოეყვანათ მოსავალი და მოემარაგებინათ უკრაინის მოსახლეობა და მთელი მსოფლიო.
150 000 აივ ინფიცირებულ ადამიანს მისცა წვდომა ანტირეტროვირუსული საშუალებების 53 მილიონ დოზაზე.
უზრუნველყო ფინანსური დახმარება 517,000 ჯანდაცვის მუშაკის, 618,000 პედაგოგის,
57,000 პირველადი რეაგირების მუშაკის მხარდასაჭერად.
ხელი შეუწყო დროებითი თავშესაფრების შექმნას და ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინელების ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.
SpaceX-თან პარტნიორობით უკრაინის მთავრობას მიაწოდა Starlink-ის 5000 ტერმინალი.
მხარი დაუჭირა 4,400-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს, რის შედეგადაც შეიქმნა ან შენარჩუნდა 55,000 სამუშაო ადგილი.
უზრუნველყო 2000-ზე მეტი გენერატორის მიწოდება სკოლების, საავადმყოფოების, და სხვა მნიშვნელოვანი პუნქტების ელექტრო ენერგიით მოსამარაგებლად.
გასწია 400 მილიონი დოლარის დახმარება, რათა უკრაინელებს ზამთრის განმავლობაში ჰქონოდათ წვდომა გათბობაზე, ცხელ წყალზე, ელექტროენერგიაზე და საკვების მარაგზე.
უკრაინის მიერ ხარკოვისა და ხერსონის ოლქების განთავისუფლების შემდეგ, USAID-მა გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ადგილობრივ მოსახლეობას.
USAID მადლობას უხდის საქართველოს მოსახლეობას, რადგან მათ სამაგალითო სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს, როგორც უკრაინაში მყოფ, ასევე, ომის შედეგად, დროებით საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. საქართველოს მოსახლეობა საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდა და USAID-თან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობით, შემდეგი დახმარება გაუწია უკრაინელებს:
შესთავაზეს დროებითი საცხოვრებელი უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უზრუნველყვეს იურიდიული დახმარება ქალებისა და ბავშვებისათვის, ხელმისაწვდომი გახადეს კონსულტაციები ფსიქოლოგთან, რეპროდუქტოლოგთან, ადვოკატთან და სოციალურ მუშაკთან,
ბავშვებს დაურიგეს საჩუქრები და სათამაშოები, დააორგანიზეს საქველმოქმედო აქტივობები, საშუალება მისცეს უკრაინელ სტუდენტებს საქართველოში გაეგრძელებინათ სწავლა, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს, უკრაინის მოქალაქეებს შესთავაზეს საცხოვრებელი და საკვები, უზრუნველყვეს უკრაინელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, როგორიცაა ინფორმაცია უფასო სერვისების და დახმარების, ასევე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური და სამართლებრივი საკითხების შესახებ.
USAID და საქართველოს ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, რომ მოიგოს ომი და მოიგოს მშვიდობა - და გააგრძელოს წინსვლა, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა და წარმატებულმა ქვეყანამ, რომელიც თავისუფალია საკუთარი გზის არჩევაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.