USAID-ს და GREDA-ს ერთობლივი პროექტი – განათლებისა და ცნობიერების ამაღლების სამსახურში

USAID-ს და GREDA-ს ერთობლივი პროექტი – განათლებისა და ცნობიერების ამაღლების სამსახურში

access_time2023-02-16 20:40:42

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება დაიწყეს. ათთვიანი პროექტი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.

 

 

პროგრამის ფარგლებში GREDA -ს ექსპერტები სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნაზე იმუშავებენ, რომლის გამოყენებაც პედაგოგებს განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული არაფორმალური განათლებისთვის შეეძლებათ.

 

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაცია თბილისსა და რეგიონებში მდებარე სკოლებში 20 ლექციას ჩაატარებს, რომლის მიზანია IX-XII კლასის მოსწავლეების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლება განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით; ასევე, ახალგაზრდების ინფორმირება ენერგეტიკის დარგში კარიერული შესაძლებლობებისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციის თაობაზე.

 


 

ლექციათა ციკლის პირველი შეხვედრა ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან გაიმართა. ენერგეტიკის დარგში არსებული პროფესიებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე GREDA-ს პროექტის მენეჯერმა, მატა გორდეზიანმა ისაუბრა. მოსწავლეებს პირადი გამოცდილება და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარეს ასევე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა - სემეკ-ის წევრმა, ERRA-ს თავმჯდომარემ მაია მელიქიძემ და ენერგეტიკული სისტემების ტექნიკურმა ექსპერტმა, პარვუს ქონსალთინგის ინჟინერმა თეონა ელიზბარაშვილმა.

 

 

„USAID-თან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გვაკავშირებს. სწორედ USAID-ს მხარდაჭერით შეიქმნა GREDA 2017 წელს. ამიტომაც განსაკუთრებით გვიხარია, რომ სწორედ ამ ორგანიზაციასთან პარტნიორობით ვიმუშავებთ ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, როგორიცაა მოზარდებში ცნობიერების ამაღლება. მოგეხსენებათ, საქართველოში დაგეგმილია არაერთი ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა. აუცილებელია, დღესვე დავიწყოთ განახლებადი ენერგიის უპირატესობების შესახებ უფროსკლასელთა ცნობიერების ამაღლება და ამავდროულად დავაინტერესოთ ახალი თაობა ენერგეტიკის სექტორში კარიერული შესაძლებლობებით,“ - აღნიშნა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.

           

„დღესდღეობით, ენერგეტიკის სექტორი მსოფლიოში არის ყველაზე დინამიური, ვიდრე ოდესმე ყოფილა.  ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი ცვლილებები იმდენად სწრაფად ვითარდება, ენერგეტიკის სექტორში მომუშავე  ლიდერებს, გარდა აკადემიური სწავლებისა რაც მათ მიუღიათ, მუდმივად სჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება და უნარების განვითარება, ისინი უნდა იყვნენ საკმაოდ გამჭრიახები და მუდმივად სიახლეებით ინფორმირებულნი, რათა შეძლონ ეფექტურად გაუმკლავდნენ ენერგეტიკულ სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენს კოლეგებთან, GREDA წარმომადგენლებთან ერთად ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებულ აქტივობებს“ - რობ ტეილორი, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში-ს ხელმძღვანელი.

 

პროექტის ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმობა ასევე ტექნიკური საგნებით დაინტერესებული გოგონების ჩართულობას და მათ დაინტერესებას ენერგეტიკის სექტორში არსებული კარიერული შესაძლებლობებით.

 

 


თეგები:
USAID GREDA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up