USAID-სა და GREDA-ს ინიციატივით კონფერენცია „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ გაიმართა

USAID-სა და GREDA-ს ინიციატივით კონფერენცია „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ გაიმართა

access_time2023-02-20 19:45:09

17 თებერვალს, USAID-სა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ერთობლივი ინიციატივით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა კონფერენცია თემაზე „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“.


ღონისძიება მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის აქტუალიზებას; მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების, სიახლეებისა და შესაძლებლობების გაცნობას; ენერგეტიკის დარგში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებში ცნობიერების ამაღლებას ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით.

 

კონფერენციას ენერგეტიკისა და მომიჯნავე ფაკულტეტების სტუდენტი გოგონები, ასევე საჯარო და კერძო სექტორის, უნივერსიტეტების, გენდერის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კონფერენციის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მისმა აღმატებულებამ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

 


ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ ჰოფმანმა, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგებს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა რობერტ ტეილორმა. კონფერენცია  დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის საშუალებით.

 

კონფერენციის მსვლელობისას ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა ქალმა პროფესიონალებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. 

 

როგორც აღინიშნა, ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთი დიდი გამოწვევა კადრების დეფიციტია, რომელიც, მათ შორის, პროფესიული განათლების სასწავლებლების არარსებობას უკავშირდება. გასათვალისწინებელია ასევე დასაქმებულთა დემოგრაფიის საკითხი: მომდევნო 5 წელიწადში დარგში მომუშავე ადამიანთა 20% საპენსიო ასაკის იქნება, რაც კადრების დანაკლისს კიდევ უფრო გაამწვავებს.


„დარგში არსებულ კადრების დეფიციტთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, ერთ-ერთი ეფექტიანი გადაწყვეტა შეიძლება, იყოს ენერგეტიკაში ქალთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა. საქსტატის მონაცემებით, დღეს საქართველოს ენერგეტიკაში ქალთა რაოდენობა დასაქმებულთა მთლიანი ოდენობის მხოლოდ 17% შეადგენს. გლობალურად ეს მაჩვენებელი 30-40%-ს აღწევს. საგულისხმოა ისიც, რომ დარგში დასაქმებულ ქალთა მხოლოდ 5% მუშაობს ე.წ. STEM-თან (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) დაკავშირებულ პოზიციებზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო მაჩვენებელი 30%-ს აღწევს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტების ინფორმირებას დარგში არსებული შესაძლებლობებისა და დასაქმების თაობაზე,“- განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირინა პეტრიაშვილმა.


 „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სხვადასხვა უწყების ჩართულობა გადამწყვეტია შედეგის მისაღწევად. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია წარმატებულმა ლიდერებმა ერთობლივად მისცენ მეტი მოტივაცია ქალებსა და ეთნიკურ უმცირესობებს და წვლილი შეიტანონ კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გათანაბრებაში. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ქალი ლიდერების წამყვან პოზიციებზე ყოფნა უფრო დიდი პროგრესის გარანტიაა” - რობ ტეილორი, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელი.

 


თეგები:
USAID GREDA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up