„უსამართლოდ მეჩვენება ის, რომ მსგავსი სახის რეგულაცია ყველაზე მწვავედ ყოველთვის ბიზნეს სექტორს ეხება“ - „ოკტოპუსი“ „მწვანე პასპორტების“ რეგულაციაზე

„უსამართლოდ მეჩვენება ის, რომ მსგავსი სახის რეგულაცია ყველაზე მწვავედ ყოველთვის ბიზნეს სექტორს ეხება“ - „ოკტოპუსი“ „მწვანე პასპორტების“ რეგულაციაზე

access_time2021-11-23 09:00:00

უსამართლოდ არ მეჩვენება, რომ ბიზნესი ჯარიმდება და არა მოქალაქე, უსამართლოდ მეჩვენება ის, რომ მსგავსი სახის რეგულაცია ყველაზე მწვავედ ყოველთვის ბიზნეს სექტორს ეხება - ძირითადად ფიტნესს და რესტორნებს - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ფიტნეს-ცენტრ “ოკტოპუსის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „კოვიდ პასპორტებთან“ დაკავშირებულ რეგულაციას, რომლის დარღვევის შემთხვევაში ბიზნესს 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.


მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა მსგავსი შეზღუდვები სახელმწიფო სტრუქტურებში, ტრანსპორტში და ისეთ სივრცეებში არსებობდეს, სადაც ფიტნეს ცენტრებთან შედარებით მეტი ხალხი დადის.


„უსამართლოდ არ მეჩვენება, რომ ბიზნესი ჯარიმდება და არა მოქალაქე, უსამართლობა ისაა, რომ ყველაფერი „ფიტნესიდან“ და რესტორნებიდან იწყება. ამ ორ მიმარულებას რეგულაციები განსაკუთრებით მწვავედ ეხება.


ამასთანავე, არა მგონია მოსახლეობის უმრავლესობა ფიტნესში დადიოდეს. იქნება 2% მდე. შესაბამისად, ეს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას ხელს დიდად ვერ შეუწყობს. ეს წესი უნდა ყოფილიყო უფრო გლობალური, ისეთ სივრცეებში, როგორებიცაა - სახელმწიფო სტრუქტურები, ტრანსპორტი და ა.შ“, - განაცხადა ასათიანმა.


„ოკტოპუსის“ დირექტორი ამბობს, რომ ახალი რეგულაცია, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება, კომპანიას ხარჯებს გაუზრდის.



„ხარჯები შარშანდელთან შედარებით 35%-ით გაზრდილია ისედაც. ბუნებრივია, კიდევ ველოდებით ზრდას. ფინანსურად საკმაოდ რთული ვითარება გვექნება, თუმცა აბონიმენტებზე ფასების გაზრდას არ ვაპირებთ, რადგან ისედაც მაქსიმუმზეა. ფასის გაზრდაც ვერ იქნება ულიმიტო, ამ შემთხვევაში მომხმარებელს უნდა მოვერგოთ“, - აღნიშნა ასათიანმა.


კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ცენტრი ვიზიტორების კონტროლს, ასათიანი ამბობს, რომ კლუბს მაღალი სტანდარტის კონტროლის მექანიზმი აქვს, რომელიც ყველა მომხმარებლის QR კოდს სკანირებს და პერიოდულად ამოწმებს.


„მინდა აღვნიშნო, რომ „ოკტუპუსში“ ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს, ყველა მომხმარებლის QR კოდის სკანირებას. შემდეგ ეს ინახება მომხმარებლის პროფილებზე და პერიოდულად მოწმდება.


ახალ რეგისტრირებულ მომხმარებლებს კი მოეთხოვებათ „მწვანე ბარათი“ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კლუბში დაშვება,“ - ამბობს გიორგი ასათიანი.


bpn.ge






თეგები:
„ოკტოპუსი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up