უსაზღვრო თავგადასავალი- საქართველოს სათავგადასავლო სტენდი ITB -ზე

უსაზღვრო თავგადასავალი- საქართველოს სათავგადასავლო სტენდი ITB -ზე

access_time2023-03-02 18:00:59

 

საქართველოს, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანას, საშუალება აქვს სათავგადასავლო პოტენციალი, ცალკე დამოუკიდებელ სტენდზე წარადგინოს.  საქართველოს სათავგადასავლო სტენდზე მისული ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ ადგილებსა და ეროვნულ პარკებს ვირტუალურ რეალობაში იხილავენ.  ბერლინის ტურისტული გამოფენის მთავარი  955კვ.მ ფართობის სტენდი საქართველოს ეთმობა. ცალკე სტენდია სათავგადასავლო ტურიზმისთვის, სადაც ღვინისა და საკვები პროდუქტების მიმართულებით, ქართული ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო მწარმოებლები სტენდთან მისულ სტუმრებსა და პარტნიორებს, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის ბენეფიციარების პროდუქტებს გააცნობენ.  წარმოდგენილი იქნება კახეთისა და იმერეთის ავთენტური ტურიზმის კლასტერის წევრთა პროდუქცია,  ათი სხვადასხვა სახეობის ქართული ორგანული ჩაი, ქართული ხორბლის ჯიშებისგან (წითელი დოლი და დიკა) მომზადებული ხემსი, არტიზანული ყველი და ჯემები. სივრცეში მისულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ნატურალისტი მეღვინეების იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინო.


ITB ბერლინის სათავგადასავლო დარბაზში საქართველო დონორ ორგანიზაციებთან ერთად იქნება წარმოდგენილი: ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID,   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ   და ევროკავშირის წარმომადგენლობა, შვედეთის საელჩო და ავსტრიის განვითარების სააგენტო პროექტ GRETA-ს ფარგლებში. ასევე  საქართველოს ტურიზმის,  ტუროპერატორთა და ეკოტურიზმის ასოციაციებთან  და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად წარდგენა.



ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.


2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას  181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასი წარმომადგენელი აშუქებდა.

 


თეგები:
ITB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up