USDA - ვაშლის გლობალური წარმოება 3.6 მლნ ტონით შემცირდა

USDA - ვაშლის გლობალური წარმოება 3.6 მლნ ტონით შემცირდა

access_time2021-06-28 18:30:00

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ანგარიშის მიხედვით, 2020-21 წლების სეზონზე ვაშლის გლობალური წარმოება 3.6 მლნ ტონით შემცირდა და 75.9 მლნ ტონა შეადგინა. ამის მიზეზად ანგარიშში გაზაფხულის ყინვებია დასახელებული, რამაც გავლენა მოახდინა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციების მოსავალზე. ამას თან დაერთო სხვა ქვეყნებში ცუდი მოსავალიც.


ჩინეთში ვაშლის წარმოება 1,9 მლნ ტონით შემცირდა და 40,5 მლნ ტონა შეადგინა. მისი ექსპორტი 1,1 მლნ ტონამდე გაიზარდა, იმპორტი კი 30 ათასი ტონით შემცირდა და 70 ათას ტონამდე დავიდა. ამის მიზეზად USDA კოვიდპანდემიით გამოწვეულ ლოგისტიკის მორღვევას ასახელებს.


ევროკავშირში ვაშლის მოსავალი 500 ათასი ტონით გაიზარდა და 12,2 მლნ ტონა შეადგინა. არაკომერციული ბაღების მოსავალმა კომერციული ვაშლის ბაღების ზარალი აანაზღაურა, რაც მათ უამინდობამ მიაყენა. ექსპორტი 135 ათასი ტონით შემცირდა და 880 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო იმპორტმა 460 ათას ტონამდე მოიკლო.


თურქეთში ვაშლის წარმოება 700 ათასი ტონით გაიზარდა და 4.3 მლნ ტონა შეადგინა. ახალი ვაშლის ბაღების განაყოფიერებამ სეტყვით დაზარალებული კაისერიასა და ისპარტას პროვინციის დანაკარგი აანაზღაურა. ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 270 ათასი ტონა შეადგინა, საექსპორტო მიწოდება კი რუსეთისა და ინდოეთის მიმართულებით გაიზარდა.


თავად აშშ-ში ვაშლის მოსავალი 360 ათასი ტონით შემცირდა და 4,5 მლნ ტონამდე დაიწია. ამას ვაშინგტონის შტატის ცუდ მოსავლიანობას, სატყეო ხანძრებსა და ქარიშხალს უკავშირებენ. ექსპორტი 100 ათასი ტონით, 750 ათას ტონამდე შემცირდა, იმპორტი კი 115 ათას ტონამდე გაიზარდა.



ინდოეთში ვაშლის მოსავალი 2.3 მლნ ტონაზე დაეცა, რაც ცუდი მოსავლიანობის, ტემპერატურის ცვალებადობის, ყვავილობის პერიოდში სარწყავი წყლის უკმარისობისა და ნაყოფიერების დროს მოსული სეტყვის ბრალია. ხილის ხარისხზე, ასევე, იმოქმედა ჰიმაჩალ პრადეშის შტატში ქერქის სოკოს გავრცელებამ. იმპორტი ირანიდან განხორციელდა, რაც 90 ათასი ტონით გაიზარდა და 285 ათასი ტონა შეადგინა.


USDA-ს მონაცემებით, გაზაფხულის ყინვებისა და სეტყვის გამო რუსეთში ვაშლის წარმოება 240 ათასი ტონით შემცირდა და 1,5 მლნ ტონა შეადგინა. მოლდოვასა და სერბეთიდან მომარაგების კლების გამო შემცირდა იმპორტიც და 615 ათას ტონამდე დავიდა.


კოვიდპანდემიის შეზღუდვების პერიოდში ჩილეში ვაშლის მოსავალი 190 ათასი ტონით შემცირდა და 1,1 მლნ ტონა შეადგინა. მიზეზი ცივი ამინდები, ძლიერი წვიმები და სეზონური მუშახელის დეფიციტია. ექსპორტმა 650 ათას ტონამდე მოიკლო.


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პირიქით, ვაშლის წარმოება 966 ათას ტონამდე გაიზარდა, რისი მიზეზიც ხილის მოყვანის კარგი პირობები და სიცხეგამძლე ახალი ჯიშების განაყოფიერებაა. გაიზარდა ექსპორტიც და 530 ათას ტონა შეადგინა.


2020-21 სეზონურ წელს მექსიკაში ვაშლის მოსავალმა 680 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა სეზონთან შედარებით, 80 ათასი ტონით ნაკლებია. იმპორტი 250 ათას ტონამდე შემცირდა.


ახალ ზელანდიაში ვაშლის წარმოება 48 ათასი ტონით შემცირდა და 543 ათასი ტონა შეადგინა. სეტყვამ მოსავალი ნელსონისა და ოტაგოს რეგიონებში დააზიანა. დაბალმა ტემპერატურამ გავლენა მოახდინა ნაყოფის ზომაზეც. გარდა ამისა, მოსავლის აღება მუშახელის უკმარისობამ გაართულა. 2020-21 წლების სეზონზე ახალი ზელანდიიდან ვაშლის ექსპორტი 56 ათასი ტონით შემცირდა და 354 ათასი ტონა შეადგინა.



BPN.GE



თეგები:
ვაშლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up