„Მუშაობას ვანახლებთ, თუმცა მწვანე პასპორტებს ჯერჯერობით ძალაში ვტოვებთ” - კლუბი „ხიდი“

„Მუშაობას ვანახლებთ, თუმცა მწვანე პასპორტებს ჯერჯერობით ძალაში ვტოვებთ” - კლუბი „ხიდი“

access_time2022-02-16 16:00:19

საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურმა 15 თებერვალს გაავრცელა. 


ღამის კლუბის “ხიდი“ მენეჯერმა სოფო ებრალიძემ “კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მარტის პირველივე შაბათ-კვირას მუშაობას განაახლებენ თუმცა ე.წ. მწვანე პასპორტის რეგულაციას ჯერჯერობით ძალაში ტოვებენ. 


“ჯერჯერობით მწვანე პასპორტის რეგულაციას კვლავ განვიხილავთ, თუმცა შემდეგი ორი კვირა დავაკვირდებით ეპიდ სიტუაციას და იმის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუმცა ამ ეტაპზე დატოვებული გვაქვს.

ერთადერთი შეზღუდვა რაც მთავრობის მხრიდან გვაქვს, ჩვენ ღონისძიებებზე მხოლოდ მომხმარებელთა 60% -ის დაშვება შეგვიძლია“, -  აღნიშნა სოფო ებრალიძემ.




რაც შეეხება კომპენსაციას, რომელსაც მთავრობა კლუბებს თვენხევარი მუშაობის გაჩერების სანაცვლოდ შეჰპირდა, სოფო ებრალიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე წინსვლა ჯერჯერობით არ არის. 


“კლუბების ასოციაციის წარმომადგენელს  დავით ლეჟავას ჰქონდა მთავრობასთან კომუნიკაცია თუმცა  ჯერჯერობით მათგან არაფერი ისმის“, -  აღნიშნა სოფო ებრალიძე,


Შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს  რეკომენდაციით, კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, კლუბებმა მუშაობა 2022 წლის 15 იანვრიდან მეორედ შეაჩერეს. 


“ბოლო ღონისძება 15 იანვარს გვქონდა, მერე გავჩერდით იმ პირობით, რომ მარტის პირველივე  შაბათ-კვირას გავიხსნებოდით და ასეც ხდება. 


რაც შეეხება ზარალს საკმაოდ რთული ფინანსური მდგომარეობა გვაქვს, ამ თვენახევრის გარდა იქამდე ჩვენ ორი წელი დახურული ვიყავით და საკმაოდ რთული ფინანსური მდგომარეობა გვაქვს. დახურულ კლუბსაც თავისი ხარჯები აქვს, თანამშრომლები რომლებიც  ორწლიანი პაუზის მერე თანამშრომლები სხვა სამსახურებიდან წამოვიყვანეთ და მათ ამ თვენახევარშიც ვუხდიდით ხელფასს რადგან შეგვენარჩუნებინა“, -  აღნიშნა სოფო ებრალიძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up