„უთოვლობამ სექტორს ხელი შეუშალა და სეზონის უდიდესი ნაწილი  ჩავარდა“ - ერეკლე კოკაია

„უთოვლობამ სექტორს ხელი შეუშალა და სეზონის უდიდესი ნაწილი ჩავარდა“ - ერეკლე კოკაია

access_time2023-04-20 19:30:22

როგორ ჩაიარა ზამთრის ტურისტულმა სეზონმა, რა ხელისშემშლელი ფაქტორები იყო და რა არის საჭირო გამოწვევებთან უკეთ გასამკლავებლად -  ამ თემებთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით იყო მოლოდინი, რომ 2018 წლის მაჩვენებელზე დაწევას და გადასწრებას შეძლებდნენ, თუმცა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად უთოვლობა იქცა. როგორც კოკაიამ აღნიშნა, სეზონის უდიდესი ნაწილი ჩავარდა, თუმცა სექტორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი მოვლენა ბაკურიანში სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იყო.

„ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ბაკურიანს ამდენი უცხოელი დამსვენებელი ჰყავდა,  ჩამოვიდნენ ისეთი  ტურისტებიც, რომლებიც საქართველოს არ იცნობდნენ და ახალი ბაზრის  გახსნის  ძალიან  ბევრი  შესაძლებლობა  გაჩნდა და  ძალიან  კარგი  იქნება, თუ ეს მარკეტინგულად გაგრძელდება. ყველას ინტერესში შედის, რომ ზამთრის კურორტები გახდეს მიმზიდველი და საინტერესო ბაზრებისთვის.  ჩვენ ბაკურიანში 16  ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს  ვუმასპინძლეთ და ყველა კმაყოფილი იყო როგორც სერვისით, ასევე ზოგადად  ბაკურიანით და  ბევრი მათგანისთვის  აღმოჩენა  იყო  საქართველო. ეს ძალიან  კარგი კამპანია იყო,  მთავარია, რომ ეს  აგორებული კამპანია და მარკეტინგული  სვლები რომელიც  უკვე  ჩატარდა  არ გაჩერდეს, იმიტომ რომ  ყოველწლიურად სჭირდება ამას  განახლება და კარგი  იქნება თუ მომავალშიც  დაიგეგმება  მასშტაბური  ღონისძიებები,“ -  აღნიშნა  ერეკლე  კოკაიამ.

როდის იხსნება ქვეყანაში ზამთრის სეზონი - კოკაიას თქმით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან დასმულ ამ კითხვას ის ვერ პასუხობს, რადგან სეზონის გახსნა პირდაპირ უკავშირდება ამინდს. როგორც ის ამბობს, კარგი იქნება თუ სექტორი ხელოვნური გათოვლიანების სისტემას აქტიურად  გამოიყენებს და სეზონის  გახანგრძლივებას  შეძლებს.

რაც შეხება გაზაფხული-ზაფხულის სეზონს,  კოკაია აღნიშნავს რომ საქართველოში ტურიზმისთვის აქტიურ სეზონად  მაისიდან-სექტემბრის ბოლომდე პერიოდი ითვლება.



„დამტვერვის  პერიოდში  ბაკურიანი ყველაზე მოთხოვნადია  და ველით  რომ წელს მოთხოვნა გაიზრდება, ზოგადად მოსთხოვა ზაფხულში არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალია.

დამსვენებელთა სეგმენტი, ჩვენთან ადგილის  მიხედვით განსხვავდება. მაგალითად თბილისის სასტუმროებში ქართველი  დამსვენებლები  იშვიათად  ჩამოდიან,  თუმცა ბაკურიანში დამსვენებლების  უმეტესობაა ქართველები არიან, გუდაურში  ზაფხულში მხოლოდ უცხოელი  დამსვენებლები არიან, „გორი  ინში“, რომელიც ახლა გავხსენით, ვფიქრობთ, რომ უცხოელი დამსვენებლები იქნებიან. ქუთაისშიც მაინც  უცხოელი  დამსვენებელი ჭარბობს,“ -  აღნიშნა  ერეკლე  კოკაიამ.

„ინ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფასებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ  წელს პოსტპანდემიური პერიოდისა და უკრაინაში ომის გამო სტრუქტურა საკმაოდ აირია და ფასებიც დაბალი იყო, წელს კი ერეკლე კოკაიას ფასების შედარებით გაზრდის მოლოდინი აქვს.

„შარშანდელთან შედარებით ფასები გაიზრდება, მაგრამ არა იმდენით რა მოლოდინებიც იყო,  მაგალითად თბილისის სასტუმროებზე ფასები ნაკლებად გაიზრდება, იმიტომ რომ კონკურენცია მაღალია და ტურიზმი ჯერ ბოლომდე არ აღმდგარა, ხოლო საკურორტო ზონებში ზრდა შედარებით მაღალი იქნება. საკმაოდ დადებითი მოლოდინები გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჯავშნები მთელი ზაფხულის განმავლობაში გვაქვს მიღებული,“ -  აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up