უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება 2023 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად იცვლება

უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება 2023 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად იცვლება

access_time2022-10-16 00:00:43

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად - 561 მლნ ლარით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 6.8 მლრდ ლარს აღწევს.

კერძოდ, პენსიის ხარჯი 494 მლნ ლარით იზრდება და 3.4 მლრდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერების პენსია 65 ლარით გაიზრდება და 365 ლარი გახდება. გარდა ამისა, 50 მლნ ლარით იზრდება სახელმწიფოს მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება და იგი 310 მლნ ლარს მიაღწევს. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხა 188 მლნ ლარით იზრდება. ეს მატება გამოწვეულია 2022 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 100-დან 150 ლარამდე ზრდით და ბოლო ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის ზრდით. 2021 წლის სექტემბრის შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 32,677 ადამიანით გაიზარდა და 2022 წლის სექტემბერში 660,833 შეადგინა. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და საცხოვრებელი პირობების შექმნის პროგრამის დაფინანსება 166 მლნ ლარით იზრდება.


როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს“ მიერ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მომზადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 425 მლნ ლარით ამცირებს „კორონავირუსით“ გამოწვეული დაავადების მართვაზე („კოვიდპაციენტების” მკურნალობაზე) გამოყოფილ თანხას. 2023 წელს ამ მიმართულებით 120 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი. შედარებისთვის, 2021 წელს ამ მიზნით 1.2 მლრდ ლარამდე დაიხარჯა.


294 მლნ ლარით იზრდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი და ის 2 მლრდ ლარს გაუტოლდება. ზრდა ძირითადად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებზე მოდის. მასწავლებლებს 2023 წლის იანვრიდან 100 ლარით გაეზრდებათ ხელფასი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება.


თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 178 მლნ ლარით იზრდება და იგი 1.3 მლრდ ლარი იქნება. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდას ჯარისკაცების ხელფასების 20%-ით მატება და ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე დამატებით გამოყოფილი 53 მლნ ლარი იწვევს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 107 მლნ ლარით იზრდება და იგი 1 მლრდ ლარს გადააჭარბებს. ამ ზრდას ძირითადად პოლიციელების ხელფასის 20%-ით მატება განაპირობებს.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ 1 მლნ ლარით იზრდება, თუმცა მის პროგრამებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება 184 მლნ ლარით მცირდება, ხოლო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება 75 მლნ ლარით იზრდება. 45 მლნ ლარით იზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაზე გამოყოფილი თანხა.


2023 წლის ბიუჯეტში თანხა აღარ არის გათვალისწინებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაზე, რომელზეც მიმდინარე წელს 170 მლნ ლარია გამოყოფილი.


იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი 49 მლნ ლარით იზრდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - 29.3 მლნ ლარით, საერთო სასამართლოების კი - 11 მლნ ლარით. ბიუჯეტების ზრდის მთავარი მიზეზი ხელფასების მატებაა.


სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 19 მლნ ლარით იზრდება და იგი 101 მლნ ლარს გაუტოლდება. მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ხდება, რომლის მიხედვით მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14% უნდა იყოს. 2022 წლის მშპ-ზე დაყრდნობით, 2023 წელს მაუწყებელმა ბიუჯეტიდან არანაკლებ 101 მლნ ლარი უნდა მიიღოს.


„ყველაზე მეტად ორი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 279 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 54.6 მლნ ლარით.


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებას სახელმწიფო ქონების მართვის პროგრამის 349 მლნ ლარით ნაკლები დაფინანსება იწვევს. აღნიშნულ შემცირებას თავის მხრივ სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯების კლება განაპირობებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებას ძირითადად ორი პროგრამის დაფინანსების კლება განაპირობებს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე 40 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე - 30 მლნ ლარით ნაკლები. ამავე დროს, 24 მლნ ლარით იზრდება შეღავათიან აგრო კრედიტებზე გამოყოფილი თანხა.


გასული წლების მსგავსად, ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ ბიუჯეტის დანართშია მოცემული და „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ტექსტს არ წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების დოკუმენტის კანონში ინტეგრირებაა, რაც გააძლიერებს მიზნებზე ორიენტირებულ საბიუჯეტო პოლიტიკას, ნაცვლად დღეს არსებული მიდგომისა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა.


საყურადღებოა, რომ ბიუჯეტის პროგრამების და ქვეპროგრამების ნაწილი არ არის მიმართული პრობლემის მოგვარებაზე და შესაბამისად, არ შეესაბამება პროგრამული ბიუჯეტირების არსს და მიზანს. ეს პრობლემა წლებია არის ბიუჯეტში და არაფერი იცვლება. მაგალითად, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოძველებული მიდგომებით მოქმედებს და სკოლების გამართული დაფინანსება აქვს მიზნად დასახული. განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც სასკოლო განათლების ყველაზე დიდი გამოწვევაა, გასული წლების მსგავსად, სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანიც კი არ არის. 2023 წელს სასკოლო განათლების პროგრამის დაფინანსების 101 მლნ ლარით ზრდის მიუხედავად, მთავრობა განათლების ხარისხის ამაღლების არანაირ ვალდებულებას არ იღებს“, აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ინფორმაციაში. 


თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up