უზბეკი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

უზბეკი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

access_time2022-04-02 11:29:11

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთიდან ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს. ამის შესახებ "კომერსანტს"  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, პრეს-ტურის თერთმეტმა მონაწილემ უკვე დაათვალიერა თბილისი და მცხეთა. ბლოგერები ანანურს, სტეფანწმინდას, ახალციხესა და ვარძიას ეწვევიან. ტურის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთიდან აჭარაში გაემგზავრებიან და სამთო კურორტ გოდერძის დაათვალიერებენ. უზბეკი ბლოგერები მოინახულებენ ქვემო ქართლს, სადაც დაშბაშის კანიონს და სოფელ ასურეთს ესტუმრებიან. ამასთან, ტურის განმავლობაში ბლოგერები სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს ატვირთავენ, რომელსაც ათიათასობით მიმდევარი იხილავს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამაზ იორაშვილმა განაცხადა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს უზბეკეთიდან 11 ბლოგერი ეწვია.

„ტურის მონაწილეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ათვალიერებენ. ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და კულტურაზე გაკეთდება. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას“,- განაცხადა თამაზ იორაშვილმა.

როგორც ბლოგერი, ოსკარ ჯალილოვი განმარტავს, თბილისი ძველი ქალაქისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავია.


“საქართველოში მხოლოდ ორი დღეა რაც ვიმყოფები, მაგრამ შემიძლია ნებისმიერს ვუთხრა, საქართველო საოცარი ქვეყანაა. თბილისი ძველი ქალაქისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავია. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან კეთილი ხალხით და ძალიან გემრიელი კერძებით. ძალიან მომეწონა ქართული ღვინო. ვაპირებ საქართველოს სხვადასხვა ადგილის დათვალიერებას და ხალხთან გასაუბრებას თუ რას ფიქრობენ საქართველოსა და უზბეკეთზე“,-აღნიშნავს ბლოგერი ოსკარ ჯალილოვი.

კიდევ ერთი ბლოგერის, ხფის უსუფოვის თქმით, გემრიელი კერძების კუთხით საქართველო სამოთხეა.

„ალბათ ყველას უყვარს გემრიელი კერძები და ამ კუთხით საქართველო ნამდვილი სამოთხეა, ულამაზესი ბუნება გაქვთ, ძალიან სუფთა ჰაერია, ძალიან მომეწონა თბილისი. მინდა გითხრათ, რომ უზბეკები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ სტუმარ-მასპინძლობის ნამდვილ მასტერკლასს დავესწარით“,- აცხადებს ბლოგერი ხფის უსუფოვი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up