„ჩვენს მეწარმეებს გააქვთ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, ნულოვანი ბარიერის გარეშე“

„ჩვენს მეწარმეებს გააქვთ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, ნულოვანი ბარიერის გარეშე“

access_time2022-06-27 11:47:10

დღეს არის საიუბილეო თარიღი. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერმა რამდენიმე ძირითად ხელშესახებ შედეგზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ მიიღო.


„ეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, როდესაც ქვეყანა გახდა ასოცირებული წევრი ევროკავშირის და რეალურად, მას შემდეგ დაიწყო რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 8 წლის წინ მე მქონდა პატივი ჩვენი ქვეყნის სახელით ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე და მას შემდეგ, მინდა გამოვყო რამდენიმე ძირითადი ხელშესახები შედეგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც გვაქვს ჩვენ, ქვეყანას, ევროკავშირთან და მას შემდეგ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს, ვაჭრობა იზრდება ევროკავშირში და ჩვენს მეწარმეებს გააქვთ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, ნულოვანი ბარიერის გარეშე. მეორე მთავარი მიღწევა, ეს არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით გადაადგილდება უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც, რა თქმა უნდა, ასევე, ძალიან ხელშესახები შედეგია და მესამე, ახლა უკვე ჩვენი ევროპელი ლიდერების მიერ აღიარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ მათი გაცხადებული დაპირება, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს სამი ძირითადი მონაპოვარი, სულ რაღაც 8 წლის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში, მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს.


„მინდა ასევე შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ მოლაპარაკების პროცესი. აღარაფერს ვსაუბრობ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერით და მიღებით, მოპოვებით, უვიზო რეჟიმის მიღებით და ახლა უკვე შეგახსენებთ, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას მიენიჭა. მჯერა, რომ ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ კანდიდატის სტატუსსაც და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. ეს არის რეალური, რაც ქვეყანამ შეძლო ჩვენი მმართველობის ქვეშ. კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო კონსტიტუციაში ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრება. ეს განისაზღვრა კონსტიტუციის დონეზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ორიენტაცია არის სწორედ ევროატლანტიკური. ეს, რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენი გუნდის დამსახურებაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up