„ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა“

„ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა“

access_time2022-06-17 12:20:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, რომში დემოგრაფიული მდგრადობის შესახებ გამართული დისკუსია გახსნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრა, დემოგრაფიულ საკითხებზე გამართული მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), საქართველოს და ბულგარეთის ორგანიზებით გაიმართა.



სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა და მათი პოტენციალის ათვისება. მინისტრის თქმით, მთავრობებს აქვთ სხვადასხვა ბერკეტი, რათა სათანადოდ მოემზადონ დემოგრაფიული ცვლილებისთვის, შექმნან ისეთი საზოგადოებები, სადაც ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებები იქნება გათვალისწინებული.



„მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს მოსახლეობის ფონდს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.




საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციების განხილვა 2014 წლიდან დავიწყეთ, როდესაც UNECE-ს და UNFPA-ს მხარდაჭერით შემუშავდა დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი.



ხანდაზმულთა უფლებებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის პენსიონერებისთვის, აუცილებელ მედიკამენტებსაც კი აფინანსებს. ამ რეფორმამ ხელი შეუწყო სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.



მოქალაქეების დასაქმებისა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას. ქვეყანას აქვს რამდენიმე სახის საპენსიო სისტემა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამები.



ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ხანდაზმულების სოციალური ინკლუზიის კიდევ უფრო ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია მათი პოტენციალის ათვისება ქვეყნის კეთილდღეობისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ხანდაზმულთა უფლებები ინტეგრირებულია საქართველოს ადამიანის უფლებათა განახლებულ, 10-წლიან ეროვნულ სტრატეგიაში. დოკუმენტი უზრუნველყოფს ხანდაზმულთა უფლებების დაცვას, მხარს უჭერს მათ ინტეგრაციას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციაში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up