ვადა ივნისის ბოლოს იწურება - გადაინაცვლებს თუ არა სს “თიბისი ბანკისა” და მისი ბრიტანელი აქციონერის საქმე სასამართლოში

ვადა ივნისის ბოლოს იწურება - გადაინაცვლებს თუ არა სს “თიბისი ბანკისა” და მისი ბრიტანელი აქციონერის საქმე სასამართლოში

access_time2022-06-06 15:36:55

„თიბისი ბანკის“ ბრიტანელ აქციონერს იან მალქოლმ ჰოქის, რომელიც ბანკისგან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, სს „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტისგან კონკრეტულ პასუხს 2 თვეზე მეტია ელოდება. იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე  ამბობს, რომ 80 დღის წინ გაგზავნილი წერილის მიღება „თიბისი ბანკში“ მას დაუდასტურეს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.


ადვოკატის აზრით, თუ ბანკს პასუხის გაცემა უნდა ან უნდოდა, ამას მარტივად და კორპორაციული ეტიკეტის სრული დაცვით აქამდე განახორციელებდა. თუმცა, მისივე თქმით, პასუხის გაცემაც და არგაცემაც თანამდევი იურიდიული შედეგების მატარებელია.


„კერძოდ, თუ პასუხი იქნებოდა, რომ მას არაფერი გაუკეთებია და არაფერს არ აკეთებს საკუთრივ მისი - სააქციო საზოგადოების ინტერესების დასაცავად, და ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათთან ფროდ სქემებში ჩართულ პირებს არ სთხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ჩვენ მომენტალურად წარმოგვეშვებოდა უფლება, დერივაციული სარჩელით მიგვემართა სასამართლოსთვის. იგივე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ჩვენ მაინც წარმოგვეშვება მას შემდეგ, რაც პასუხგაუცემლად გავა 90 დღე. ასე რომ ფაქტობრივად აქ არაფერი იცვლება, გარდა ბანკის მხრიდან ტექნიკურად, მაგრამ ლეგალურად დროის მოგებისა“, – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი ტორაძე.


ადვოკატის აზრით, თუ ბანკი 90–დღიანი ვადის ამოწურვას ელოდება, მაშინ ისინი სავარაუდოდ ემზადებიან სასამართლოსთვის. ამ შემთხვევაში როგორია მათი სტრატეგია, ტაქტიკური გეგმები და ა.შ., რასაც იგი ბანკის მენეჯმენტის და იურიდიული სამსახურის პრეროგატივად მიიჩნევს.


„ეს არის დერივაციული სარჩელის ბუნება, კერძოდ აქციონერმა მიმართოს სასამართლოს სააქციო საზოგადოების ინტერესების დასაცავად. ანუ მისი სამართლებრივი მოთხოვნის პირდაპირი და პირველადი ბენეფიციარი თავად სააქციო საზოგადოებაა, რა მოცულობითაც არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული აქციონერის მოთხოვნა (მოცემულ შემთხვევაში ძირითადი თანხა 17 მილიონი აშშ დოლარი, თუ სრულად ზიანთან ერთად 40 მილიონი) ან სხვა მოცულობით ამ ფინანსურ რესურს აქციონერი (და ამ შემთხვევაშიც ჩემი მარწმუნებელი) კი არ იღებს, არამედ იღებს ბანკი. ანუ აქციონერი მიმართავს ბანკს მან შეიტანოს სარჩელი დამზარალებელი აქციონერების და საეჭვო ფროდ სქემაში ჩართული მესამე პირების მიმართ, რათა გაცემული სესხი, მასზე დარიცხული სარგებელი, მიუღებელი შემოსავალი და ჯარიმები მიიღოს სწორედ რომ ბანკმა! ანუ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მარწმუნებელი კი არ ითხოვს მისთვის 40 მილიონ აშშ დოლარს, არამედ ბანკს სთხოვს მან მოითხოვოს თავისთვის (თავად ბანკისთვის), თუ ბანკი არ განახორციელებს ასეთ სამართლებრივ პროცედურებს, მაშინ, მიმართვიდან 90 დღის გასვლის შემდგომ, აქციონერი უკვე უფლებამოსილია თავად წამოიწყოს დავა დამზარალებლების წინააღმდეგ, მაგრამ აქაც მხოლოდ და მხოლოდ ბანკის სასარგებლოდ, ანუ აქაც იგივე სამართლებრივი შედეგია - ჩემი მარწმუნებელი კი ვერ მიიღებს 40 მილიონ აშშ დოლარს, არამედ მოთხოვნას აყენებს აღნიშნული ზიანი აუნაზღაურდეს სს „თიბისი ბანკს“, – განმარტავს დიმიტრი ტორაძე



ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი.


იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.


2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.


მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.


კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up