თებერვალში საპროცენტო განაკვეთებმა ვადიან დეპოზიტებზე 7.4% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია, იანვარში განაკვეთები 8.1% იყო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ვალუტით გაცემულ ვადიან დეპოზიტებზე 11.5%, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულებზე — 1.2% გახდა. რაც შეეხება იანვრის მაჩვენებლებს, ეროვნული ვალუტით გაცემულ ვადიან დეპოზიტების პროცენტი 11.5%, ხოლო უცხოური ვალუტის — 1.1% იყო.
წლიურ ჭრილში ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მცირედით გაზრდილია როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე უცხოური ვალუტით გაცემულ ანაბრებზე. 2022 წლის თებერვალში საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე 7.3% იყო.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 43.61 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.