13 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. შეზღუდვების ქვეშ 206 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი მოექცა.
ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციების სიაში შეყვანილთა შორის არიან:
ნავთობისა და გაზის კომპანია „ლუკოილის“ თანამფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი.
რუსეთის რკინიგზის (RZD) ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ იაკუნინი;
AFK Sistema-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი;
Surgutneftegaz-ის გენერალური დირექტორი ვლადიმერ ბოგდანოვი;
„გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ფურსენკო;
სერგეი ლავროვის მეუღლე;
და სხვები.
გარდა ამისა, სანქციები შეეხო:
Gazprombank-ს
Bank Otkritie-ს
Rossiya Bank-ს
სადაზღვევო კომპანია SOGAZ-ს
სანქციების სიაში შეტანილი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის აქტივები გაყინულია. გარდა ამისა, აკრძალულია მათთან გარიგებების განხორციელება.