„ვაგნერის“ სასაფლაოზე საფლავების რაოდენობა ორ თვეში შვიდჯერ გაიზარდა - NYT

„ვაგნერის“ სასაფლაოზე საფლავების რაოდენობა ორ თვეში შვიდჯერ გაიზარდა - NYT

access_time2023-01-25 17:30:14

კრასნოდარში, სოფელ ბაკინსკაიას სასაფლაოზე საფლავების რაოდენობა, რომელიც არალეგალური სამხედრო ნაწილ „ვაგნერს“ ეკუთვნის, ბოლო ორი თვის განმავლობაში შვიდჯერ გაიზარდა.

 


„ვაგნერი“ რუსული არაოფიციალური სამხედრო ნაწილია, რომელიც სამხედრო დეპარტამენტების ბალანსზე და იურიდიულ პირთა რეესტრში არ არის. მისი დამფუძნებელი კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინია.



„ვაგნერის“ სასაფლაოზე საფლავების ზრდასთან დაკავშირებით The New York Times-ი წერს. სამშაბათს, 24 იანვარს გადაღებული სატელიტური სურათების საფუძველზე გამოცემა წერს, რომ სასაფლაოზე ამჟამად 170 საფლავია. მაშინ როცა გასული წლის 24 ნოემბრით დათარიღებულ სურათებში შვიდჯერ ნაკლები იყო.

 


საფლავების გარდა, გამოცემის ჟურნალისტებმა 21 კოლუმბარიუმი (კრემაციის შემდეგ ფერფლის განსათავსებელი ადგილი) დათვალეს, თითოეულში 42 ნიშით, რომლებიც პრიგოჟინთან ერთ-ერთ ვიდეოში ბაზის მახლობლად მდებარე სამლოცველოში გამოჩნდა. NYT-ი წერს, რომ ეს საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ აქ ასობით დაღუპული ვაგნერის მებრძოლია დაკრძალული.


 


გასული წლის დეკემბრის ბოლოს ვაგნერის ქვედანაყოფის მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ ახლად შექმნილი სასაფლაო კრასნოდარის ტერიტორიის სოფელ ბაკისკაიაში, მის კერძო სამხედრო კომპანიას ეკუთვნის.

 


„ვაგნერის“ სამხედრო ნაწილის მფლობელის თქმით, აქ მათი საფლავებია ვისაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, გარდაცვალების შემთხვევაში „ვაგნერის“ სამლოცველოს მახლობლად სურდა დაკრძალვა.

 


შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია, რომელიც ცნობილია როგორც „პუტინის შეფი“. 2022 წლის სექტემბერში მან საბოლოოდ აღიარა თავისი კავშირი „ვაგნერთან“, თუმცა ადრე სასამართლოში უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მფლობელია.

 


რუსეთის კანონმდებლობა კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას კრძალავს. თუმცა, ჯერ კიდევ 2012 წელს ვლადიმერ პუტინმა მათ ლეგალიზაციაზე ისაუბრა და შესაბამისი კანონის მიღების პირველი მცდელობა 2014 წლის ოქტომბერში იყო. 2018 წელს, კერძო სამხედრო კომპანიების ლეგალიზაციის კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროში ხელახლა იქნა წარდგენილი, მაგრამ არ დამტკიცდა. 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა კვლავ წარადგინა კანონი განსახილველად. მალე რუსი დეპუტატები კიდევ ერთხელ განიხილავენ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოხალისეთა დანაყოფების შექმნას ითვალისწინებს.





 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up