ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ავთანდილ გალდავამ. გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
IPN.GE