ვაკეში პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი Alliance Highline 2023 წელს გაიხსნება.
როგორც კომპანია „ალიანს ჯგუფის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თემო ბიწაძე აცხადებს, ამ დროისთვის ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
„აპარტამენტები დასრულდება და პროექტი ექსპლუატაციაში 2023 წლის ბოლოს შევა. ვფიქრობთ, 2023 წლის ბოლოსვე სასტუმროს ნაწილი სტუმრების მიღებას შეძლებს,“ - აცხადებს ბიწაძე.
შეგახსენებთ, რომ ექსკლუზიური არქიტექტურის კომპლექსი სამ კოშკსმ ოიცავს: პირველი 40-სართულიანია, მეორე 33-სართულიანი, მესამე კი 26-სართულიანი. ყველაზე პატარა კოშკში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი „ვინდემ გარდენი“ (Wyndham Garden), დანარჩენ კოშკებში კი პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება.
მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას შვეიცარიული მენეჯმენტკომპანია სოფოს ჰოტელსი (Sophos Hotels SA) განახორციელებს.
მისი განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაკორექტირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც და ის 75 მლნ დოლარიდან 80 მლნ-მდე გაიზარდა. პროექტის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.
business-partner