ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩაზე, წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც ამ დროისთვის ქუჩა გადაკეტილია.
„შესაბამისად, მიკროავტობუსი N450, რომელიც გადაადგილდება აღნიშნულ ტერიტორიაზე, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, — აცხადებენ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.