თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მერიამ ტენდერი მესამედ გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ტენდერის მიხედვით, შესყიდვის ღირებულება ყველაზე მაღალია.
კერძოდ, 16 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 11 563 373 ლარს შეადგენდა. მეორე ჯერზე, მერია იგივე სამუშაოებში 10 925 000-ის დახარჯვას გეგმავდა. ამჯერად კი, შესყიდვის ღირებულება 13 452 206 ლარს შეადგენს.
პროექტის დაფინანსების წყარო 2021-2022-2023 წლების თბილისის ბიუჯეტია. კერძოდ, 2021 წელი - 3 მლნ ლარი, 2022 წელი - 7 841 854 ლარი, 2023 წელი - 2 610 352 ლარი.
ცნობისთვის, მერიის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული 1-ლი ტენდერი შეწყდა საჩივრის გამო, რომელიც სატენდერო კომიისიის მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადახედვას მოითხოვდა. მეორე ტენდერი კი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
BPN.GE