ვალები და უთანასწორობა - სამხრეთ კორეული „კალმარის თამაში“

ვალები და უთანასწორობა - სამხრეთ კორეული „კალმარის თამაში“

access_time2021-10-30 18:00:22

Netflix-ის პოპულარული სერიალი „კალმარის თამაში“ ბევრს ფანტასტიკურ ან ტიუტოპიად მიაჩნია, თუმცა, არა იქ, სადად ეს სერიალი გადაიღეს - სამხრეთ კორეაში. მთელს მსოფლიოში სამხრეთ კორეას უნიკალური ეკონომიკური სასწაულის ქვეყნის რეპუტაცია აქვს. 1953 წელს, როდესაც დასრულდა დამანგრეველი სამოქალაქო ომი სამხრეთ და ჩრდილოეთს შორის, ეს იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა. გააზრებული ეკონომიკური და საგანმანათლებლო პოლიტიკის, მკაცრი შრომითი ეთიკის და საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტაციის წყალობით სამხრეთ კორეა მოწინავე ინდუსტრიული ქვეყანა გახდა. თუმცა, რამდენიმე ეკონომიკური კრიზისის და სუპერ კორპორაციების გავლენის უსაზღვრო ზრდის პირობებში ამ წარმატებამ თავისი ბრწყინვალება ნაწილობრივ დაკარგა - შრომისუნარიანი მოსახლეობის მეოთხედს მუდმივი სამუშაო არა აქვს, მოქალაქეებს ფულის დაზოგვა ძალიან უჭირთ. მსხვილ კომპანიებში ვაკანსიის მისაღებად ადამიანებს განათლებაში ათობით ათასი ევროს ჩადება უწევთ, თანაც ბოლო წლებში ქალაქებში უძრავი ქონება უკიდურესად გაძვირდა. ამან გამოიწვია ის პრობლემა, რომელსაც სერიალში ვხედავთ, - ზრდადი და ამოუწურავი ვალები, რომლებიც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ახჩობს. სოციალური დაცვის სისტემის არარსებობა ამ პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს - შედეგად კერძო პირების ვალები 1,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც მშპ-ს მაჩვენებელს აღემატება.

 

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ცნობით, მოსახლეობის 6%-ის დავალიანება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.

 

„როდესაც ვუყურებდი სერიალს, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს დოკუმენტური ფილმი იყო, იმდენად ზუსტად ასახავს ის ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას“ - ამბობს სეულის მკვიდრი ჰანს ანგუინი. მისი თქმით, რეალობა თითქმის 100%-იანი სიზუსტითაა აღწერილი, იმ განსხვავებით, რომ წაგებულებს რეალურ ცხოვრებაში არ კლავენ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც გაფიცვების გამო უკმაყოფილების ღიად გამომხატავ ადამიანებს ციხეში უშვებდნენ.

 

სამხრეთ კორეელებისთვის „კალმარის თამაში“  მათი ყოველდღიურობის ანარეკლია. პროფკავშირების უთანასწორო ბრძოლა გიგანტურ კორპორაციებთან, მიგრანტები აზიის ღარიბი ქვეყნებიდან, რომლებსაც ხელფასებს არ უხდიან, რადიკალური კაპიტალიზმის არაერთი სხვა გამოწვევა. ალბათ სწორედ ესაა სამხრეთ კორეაში თვითმკვლელობების საგანგაშოდ მაღალი დონის მიზეზები.

 


მცირე და საშუალო ბიზნესს ყოველდღიურ რეჟიმში თავისი „კალმარის თამაში“ უწევს.

 

არსებული პრობლემები პანდემიამაც გაართულა. მცირე მეწარმეების 80%-ს საბანკო ვალების გამო გაკოტრება ემუქრება. ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც განათლების დასაფინანსებლად სესხები აიღეს, დავალიანება 2019 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.

 

იმის გამო, რომ დაგროვილ კითხვებზე პოლიტიკოსების პასუხები არ ჩანს, „კალმარის თამაშის“ ფორმატის ტელესერიალები სამხრეთ კორეაში პოპულარული კიდევ დიდხანს იქნება.

 

შეძლებს კი პოპულარული სერიალი შექმნილი ვითარების შეცვლას?

 

„ალბათ არა, სავარაუდოდ სერიალი სამომხმარებლო საქონელი იქნება,რომელსაც მალე დაივიწყებენ,“ - ამბობს ჰანს ინგუინი,რომელსაც, თავის მეგობრებთან ერთად, მსხვილ კორპორაციებში თანამშრომელთა მასობრივი პროტესტის გამოხატვის გამო, ჯარიმების სახით უზარმაზარი თანხის - 2,5 მლნ, ევროს გადახდა მოუწევს.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: diepresse.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up