„ვალებს იმიტომ ვიღებთ,რომ წინა ვალები გადავფაროთ - ეს არის ჩაკეტილი წრე„

„ვალებს იმიტომ ვიღებთ,რომ წინა ვალები გადავფაროთ - ეს არის ჩაკეტილი წრე„

access_time2020-11-15 10:00:55

რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა ეკონომიკის გამოწვევებზე და საგარეო ვალის გადახდისუნარიანობაზე ისაუბრა.  მისი შეფასებით, 2020 წლის გაზაფხულზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებამ „ლოქდაუნთან“ დაკავშირებით, ქართული ეკონომიკისთვის დესტრუქცია გამოიწვია.

 

„ლოქდაუნი“ ეკონომიკისთვის ცუდია, ამას დიდი ეკონომისტობა არ სჭირდება. ეკონომიკა ველოსიპედს ჰგავს, მისი გაჩერება არ შეიძლება, უნდა იმოძრაოს, თუ გაჩერდა - წაიქცევა. ვფიქრობ, გაზაფხულზე მკაცრი „ლოქდაუნი“ არ უნდა გაგვეკეთებინა, თუ მერე „ავუშვით“(?),რაღაც სექტორები და სფეროები, ე.ი გაზაფხულზეც ყოფილა შესაძლებელი მათი მუშაობა. აგვისტოში კი ფაქტია,რომ ზედმეტად „ავუშვით“(?), რამაც შედეგად ეპიდემიოლოგიური აფეთქება გამოიწვია.

ამ პროცესების უფრო გონივრული მართვა შეიძლებოდა. ბევრი სულელური შეზღუდვა შემოგვთავაზეს, მაგალითად, აკრძალვა ონლაინ გაყიდვების ან  მანქანის წინა სავარძელზე მგზავრის დაჯდომასთან დაკავშირებით.

გაზაფხულზე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმკაცრესი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. რეალურად, ამან შეაჩერა კიდეც ეპიდემიის გავრცელება, როგორ გავრცელდებოდა, ყველაფერი ჩაკეტილი იყო ?! თუმცა, ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა, იმდენად დიდი,რომ ჯერ კიდევ უარყოფითი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ვართ. ეს არის კატასტროფა და პექსპექტივა ჯერ კიდევ, არ არის იმედის მომცემი. საუბარი არის ვაქცინაზე, თუმცა, როდის მოაღწევს ჩვენამდე, ცალკე საკითხია.


ეპიდემიოლოგიურად „ლოქდაუნმა“ გაამართლა, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით დესტრუქციისკენ წავედით. „ლოქდაუნის“ პერიოდი უნდა გამოეყენებინა მთავრობას, გადაემზადებინა ექიმები, ხომ ვიცოდით,რომ შემოდგომაზე იქნებოდა ახალი შემოტევა?! მთავრობის „მესიჯ ბოქსებიც“,რომ ყველაფერი კარგად იყო -  არ ყოფილა სწორი,“- ამბობს სოსო ბერიკაშვილი. მაგ გადაცემაში, ასევე ისაუბრა საგარეო ვალისა და მისი მიზნობრიობის შესახებ.

„სახელმწიფო ვალს,როდესც იღებს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს აბსტრაქტული ამბავია/მოვლენაა. სინამდვილეში კი ვალს ყველა ჩვენგანი ვიღებთ. იგი ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელია. ვალებს იმიტომ ვიღებთ,რომ წინა ვალები გადავფაროთ. წარმოიდგინეთ, ეს არის ჩაკეტილი წრე. მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები,რომლებსაც მშპს 100%-ზე მეტი ვალი აქვთ, მაგრამ ის ქვეყნები დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არიან და ჩვენთვის ძალიან პრობლემურია შემდეგ პერიოდებში ვალის მომსახურების გადახდა.  გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები არ გაგვაჩნია, ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს,რომ საგარეო ვალის გადახდისუნარიანები ვიყოთ,“- ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up