ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მარგეითში ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ბენქსის ახალი ნამუშევარი გამოჩნდა. მურალზე ქალია გამოსახული, რომელსაც ჭურჭლის სარეცხი ყვითელი ხელთათმანები უკეთია და თვალი ჩალურჯებული აქვს. ის ღიმილითა და თვალის ჩაკვრით ტენის ქმარს საყინულეში. თავად საყინულე არტ-ობიექტის რეალური ნაწილია და არა მიხატული.
როგორც ბრიტანული მედია წერს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საყინულე მას შემდეგ წაიღო, რაც მხატვარმა ინსტაგრამზე ნახატის გამოქვეყნებით თავისი ავტორობა დაადასტურა.