„ლარის გაუფასურება და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება“ - რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა რითეილ სექტორზე

„ლარის გაუფასურება და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება“ - რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა რითეილ სექტორზე

access_time2022-03-11 11:00:03

რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების შედეგად ოკუპანტი ქვეყნიდან თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი გავიდა. Inditex-მა, რომელიც ტანსაცმლის რამდენიმე პოპულარულ ბრენდს ფლობს, რუსეთში ყველა მაღაზიის დახურვისა და ონლაინ პლატფორმის შეჩერების შესახებ განაცხადა. კერძოდ, კომპანია დახურავს შემდეგი ბრენდების 502 მაღაზიას: Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear და Stradivarius.


რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები ქართული ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე, თემაზე „კომერსანტი“ Retail Group Georgia-ს ხელმძღვანელს რეზო მაღალაშვილის ესაუბრა.



„რუსეთში ეს ბრენდები არა ფრენჩაიზის გზით ოპერირებდნენ, არამედ თვითონვე იყვნენ წარმოდგენილები. ისინი პარტნიორების გარეშე პირდაპირ ოპერირებენ დიდ ბაზრებზე. შესაბამისად, რუსეთის ბაზრიდან ბრენდების გასვლას პირდაპირი ეფექტი საქართველოზე არ აქვს, თუმცა სხვა გვერდით მოვლენებს სექტორზე გავლენა ნამდვილად ექნება. საქართველო ამ ქვეყნების რეგიონშია და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებულია მათზე, რადგან აქტიური ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან და უკრაინასთან. ომის შედეგად ვალუტის კურსის გუფასურება და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება რითეილ სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.



2022 წელს ვაპირებთ რამდენიმე ახალი ბრენდის შემოყვანას საქართველოს ბაზარზე, თუმცა ასეთ არაპროგნოზირებად სიტუაციაში, რთულია ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე“,
ამბობს მაღალაშვილი.


Retail Group Georgia მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე Alhokair Fashion Retail-ის შვილობილი კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. მის პორტფელშია: Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Stradivarius, Oysho, Zara Home, Sergent Major, La Vie en Rose და სხვა.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
რითეილ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up