ვან გოგის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატი რეკორდულ,  $35.8 მილიონად გაიყიდა

ვან გოგის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატი რეკორდულ, $35.8 მილიონად გაიყიდა

access_time2021-11-29 16:50:00

ვინსენტ ვან გოგის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატი სახელწოდებით “Meules de blé” Christie’s-ის აუქციონზე 35.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ნიდერლანდელი ფერმწერის მიერ ქაღალდზე დახატულ ნამუშევარში ოდესმე გადაუხდიათ.



„თივის ზვინები“ ხორბლის მკისადმი მიძღვნილ ნამუშევრების სერიაში შემავალი ერთ-ერთი ნახატია, რომელიც ვან გოგმა 1888 წლის ივნისში, სამხრეთ საფრანგეთში, არლში ცხოვრების დროს დახატა. აღსანიშნავია, რომ ფერმწერმა ამ მხარეს აკვარელით შესრულებული ასზე მეტი ხელოვნების ნიმუში უძღვნა. სწორედ არლში აპირებდა ვან გოგი პოსტიმპრესიონისტ მხატვარ პოლ გოგენთან ერთად „მხატვართა კოლონიის“ შექმნას, თუმცა მისი გეგმები ჩაიშალა.



ნამუშევარი 1913 წელს გერმანიაში მცხოვრებმა ებრაული წარმოშობის მეწარმემ, მაქს მეიროვსკიმ შეიძინა. 1938 წელს მან ნახატი გაყიდა და თანხა ოჯახის ქვეყნიდან გასაქცევად გამოიყენა, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში ებრაელების დევნა დაიწყო. იმ დროისთვის, როდესაც ნაცისტები პარიზში შეიჭრნენ, ნამუშევარს ალექსანდრინ დე როტშილდი ფლობდა. ეს უკანასკნელი მდიდარი ებრაული ოჯახის ბანკის ფრანგული ფილიალის წევრი იყო.




ნაცისტებმა როტშილდს “Meules de blé” ჩამოართვეს. ნახატი 1978 წლამდე დაკარგულად მიიჩნეოდა, ვიდრე მას ტეხასელი ნავთობმაგნატი ედვინ კოქსი შეიძენდა. Christie’s-ის სააუქციონო სახლი მეიროვსკის, როტშილდისა და კოქსის მემკვიდრეებს გარიგების მიღწევასა და ხელოვნების ნიმუშის გაყიდვაში დაეხმარა.



წყარო: forbes.ge



თეგები:
ვან გოგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up