ვაქცინაციის ვიდეო კამპანია  „თბილისი ენერჯისგან“

ვაქცინაციის ვიდეო კამპანია „თბილისი ენერჯისგან“

access_time2021-08-13 15:35:26

„თბილისი ენერჯი“ერთ-ერთი პირველია საქართველოში მოქმედ კომპანიებს შორის, რომელიც ვაქცინაციის საყოველთაო კამპანიას გამოცხადების დღიდანვე შეუერთდა. კომპანიის მონაწილეობა გამოიხატება როგორც  ვაქცინაციის პროცესში  თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით,  ასევე უსაფრთხო და კომფორტული მომსახურების პირობებით, რასაც „თბილისი ენერჯი“ აბონენტებთან ურთიერთობის დროს მიმართავს.  კომპანია მილიონამდე ადამიანის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.


კომპანიის ტექნიკური დირექტორის გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, „თბილისი ენერჯი“ ხელმძღვანელობს პრინციპით: „ვაქცინა გვიცავს კოვიდით სიკვდილისგან“.


„პანდემია როგორც კი დაიწყო, იმთავითვე ავუბით მხარი იმ ღონისძიებებს, რაც პანდემიის კვალდაკვალ უნდა გატარებულიყო. ვაცნობიერებთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც უსაფრთხოების მიმართულებით გვაკისრია. ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშნელოვანია, რამდენადაც წარმოვადგენთ კომუნალური მომსახურების კომპანაის და გვაქვს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან და უამრავ ადამიანთან, რომელიც კომპანიაშია დასაქმებული. ზედმიწევნით ვიცავთ  რეგულაციებს,  უნიფორმით  დაწყებული, პირბადეების ტარებისა და სხვა ვალდებულების დაცვით,  რასაც რეგულაცია ითვალისწინებს. გარდა ამისა, შევქმენით სპეციალური კოვიდ   ჯგუფები, რომლებიც  ემსახურებიან  ინფიცირებულ ან იზოლაციაში მყოფ აბონენტებს.  თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენი მოსმახურების გარეშე არც ერთი აბონენტი არ დარჩენილა.  სხვა არჩევანი არც გვაქვს, ვაქცინა გვიცავს სიკვდილსიგან და ეს არის ჩვენი კამპანიის  სლოგანიც,  რითაც უკლებლივ ყველა თანამშრომელი ხელმძღვანელობს“, - ამბობს „კომერსანტთან“ გიგლა თამაზაშვილი.


რაც შეეხება უშუალოდ  ვაქცინაციის პროცესს, როგორც ,,თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორი აღნიშნავს, მენეჯმენტის 99% აცრილია და ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს ქვედა რგოლის თანამშრომლებშიც, რომლებსაც ამისთვის ძალიან კომფორტული გარემო აქვთ შექმნილი.


„ვაქცინაცია გვიცავს და გვიქმნის ყველა შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა  საავადმყოფოში მოხვედრის გარეშე გადავიტანოთ ვისრუსი.  ამით,  გარდა იმსია, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ჯანდაცვის სექტორსაც ვაძლევთ შეღავათს, უმკურნალონ მათ, ვისაც ჯანმრთელობის სხვა გართულება აქვთ და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.  საყოველთაო  ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე აიცრა სრულიად მენეჯმენტი და მიმდინარეობს 2000–მდე თანამშრომლის აცრაც. . ამით მაგალითი მივეცით სხვებსაც, რათა არ დარჩენილიყო კითხვა,  მაგალითი გავხდით ყველა თანამშრომლისთვის, რომ გამოეჩინათ მაღალი პასუხისმგებლობა და აცრილიყვნენ“, - ამბობს თამაზაშვილი.



მისი თქმით, „თბილისი ენერჯი“ამ მხრივ თანამშრომლებს სთავაზობს მოქნილ გრაფიკს, ვისაც სურს აცრა და სპეციალური პირობები სჭირდებათ ამისთვის, შუძლია დროებით გათავისუფლდეს სამსახურეობრივი მოვალეობისგან. ასეთი მიდგომა არის აცრის შემდგომაც, რაც ადამაინებს, ვისაც მცირე ჯანმრთელობის პრობლემა ან თუნდაც დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ აცრის გამო, მარტივად გადაიტანონ.


მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ,,თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების უმეტესობა დისტანციურ რეჟმში მუშაობს და კომპანიის მხრიდან აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ სახლის პირობებში, ხარისხიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა, რაც კომპანიისა და ათიათასობით მომხმარებლის წინაშე აკისრია.


„დაახლოებით 1500 თანამშრომელი გვყავს. მათი დიდი ნაწილი დისტანციურ რეჟიმში გადავიყვანეთ. მინიმალური რაოდენობის თანამშრომელია, ვისაც სჭირდება სამსახურში მოსვლა, მათ ყველას ტრანსპორტით ვემსახურებით. ეს არის ის კონტიგენტი, რომლის ყოფნა სამუშაო ადგილზე აუცილებელია დედაქალაქის  უწყვეტი გაზმომარაგებისთვის. ქოლ ცენტრში მომუშავეთა 98 % ქალაქს დისტანციურად ემსახურება. ვისაც კომპიუტერი არ აქვს, შეუძლია კომპანიის ტექნიკით ისარგებლოს. გამოძახებასთან, მოსახლეობის მიღებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ვატარებთ უფასო ტესტირებას და ყველა თანამშრომელი, რომელსაც უწევს სამსახურში ყოფნა, მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული“, - ამბობს გიგლა თამაზაშვილი.


გარდა ამისა, „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორი მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები გაზის მომარაგებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ცხელი ზაფხულია, ხოლო ბუნებრივი გაზი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და მოდუნება, თუნდაც იმ მოტივაციით, რომ კოვიდური სიტუაცია რთულია, უნდა გამოირიცხოს.




მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up